• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობა არალეგიტიმურია, სახელმწიფო დაშლის პირასაა” – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:16 01-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,028

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

.

მე მინდა დღეს თქვენ ახალ ოფისში მიგიღოთ, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლეში. შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში.

ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს ბევრი წლებია არ ჰქონია, სადაც პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ შენდებოდა, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და კონსტიტუცია აღარ არსებობს. ფეხქვეშ გათელილია ეს კონსტიტუცია. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებები… ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში, არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველ დღე გამოხატულია.

ასევე, ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო. დიდი ხანია ჩვენი სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში და მიდიოდა სხვადასხვა ტიპის მცდელობები ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში, არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე ხალხისგან წართმეულია და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც არის დემოკრატიული სისტემისთვის, პრაქტიკულად, მისი დაშლა.

ასევე თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარის მიღმა, ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს არავინ იცის, ან რატომ, რის საფუძველზე, ვისი ინსტრუქციით. ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში, თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება, დიდი ხანია არ ვიცით. ან რატომ არის ვიღაც მოხსნილი თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი და ესეც არის დიდი დარღვევა იმ დემოკრატიული პრინციპების, რომელზეც ეს ქვეყანა შენდებოდა.

მთავრობაზე არაფერი არ ითქმის, რადგან ეს მთავრობა, როგორც პარლამენტი, ორივე არალეგიტიმური არიან. მათი საფუძველი მოპარული არჩევნებია, ამდენად ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს ცდილობენ, რომ შექმნან სურათი მმართველობის, როდესაც რეალურად ქვეყანა გაჩერებულია. თვითონაც იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარის მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის დამალული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved