• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:09 01-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

ვერძი

ეს ურთიერთობების დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ახალი ნაცნობობა გააბათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლიდან გამოხვიდეთ, რომელიმე საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ, კაფეში დასხდეთ ან უბრალოდ სტუმრად წახვიდეთ. მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რა დროსაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენთ.

კურო

ამ დღეს მოსაწყენი სამუშაოს კეთების ხასიათზე არ ხართ და თავში შორეული მგზავრობის ქარი გიქრით. ვარსკვლავები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და მომავალი შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს.

ტყუპები

თავს ყველაზე კარგად სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. განწყობილი არ ხართ, რომ სახლის კედლებში ან წყნარ ოფისში იმუშაოთ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება გჭირდებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ინერტულობას მოერიოთ და სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, დღეს მოაწყვეთ პატარა მეგობრული წვეულება კაფეში, ბუნებაში გაისეირნეთ, კინოში წადით. გარდა იმისა, რომ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, საინტერესო ადამიანსაც გაიცნობთ. დროა, მოსაწყენი დღეები გაიფერადოთ.

ლომი

სავარაუდოდ, თქვენს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს გამოცდა ელის. ეს როგორც კოლეგებთან, ისე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. კონფლიქტური სიტუაციებიდან თავის დასაძვრენად მთელი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყველაზე მეტად სხვების გაკრიტიკებას მოერიდოთ. დღეს ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია.

ქალწული

ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ რას ამბობენ თქვენ ირგვლივ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საინტერესო ინფორმაცია ან ღირებული იდეა მოისმინოთ. გარდა ამისა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რჩევები არ უნდა უგულებელყოთ და შეთავაზებულ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ. დღეს თქვენს წარმატებას სწორედ გარშემომყოფთა დახმარება სჭირდება.

სასწორი

სავარაუდოდ, რაღაცის მიმართ შემოქმედებით ინტერესს იგრძნობთ და საკუთარ ემოციებს სხვებსაც გადასდებთ. მოსალოდნელია ახალი ჰობი ან რომანტიკული ნაცნობობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი უზომო ცნობისმოყვარეობაა, რომელიც საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეუძლებლის გაკეთებას გაიძულებთ.

მორიელი

ვარსკვლავები სწავლასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. იდეების განხორციელებისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა იდეების გენერირებისთვის – იდეალური! თქვენს იდეებს წარმატების დიდი შანსი აქვთ, ასე რომ, ქაღალდი და კალამი ძილშიც კი არ უნდა მოიცილოთ – რა იცით, ბრწყინვალე იდეა როდის მოგივათ თავში?

მშვილდოსანი

დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა კატეგორიულად აკრძალულია! ცხოვრება თქვენგან ახალ ემოციებს, შთაბეჭდილებებს და მეტ ადრენალინს ითხოვს! ფიტნესი, შოპინგი, დილის გარბენი, ახალი ნაცნობობა თქვენთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარია სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს, შესაძლოა, გარშემო მყოფებთან უთანხმოება მოგიხდეთ. საერთო ენის პოვნა მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი გიჭირთ და მიზეზი თქვენი კატეგორიულობაა. იქნებ მთელი დღის უსარგებლო დავაში გატარებას და „კუნთების დატოლებას“ ჯობს, კომპრომისი იპოვოთ და ცხოვრება გააგრძელოთ?

მერწყული

ოცნებები ყურადღებას გიფანტავთ და მნიშვნელოვანი საკითხებიდან სხვა მიმართულებით გადააქვს, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. ეს შეიძლება თქვენს სამსახურს, პირად ცხოვრებას და მომავალს თანაბრად შეეხოს. ეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ყურადღებით აწონ-დაწონოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებული არჩევანის წესი მარტივია – გული იმას გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ, გონება კი იმას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება.

თევზები

ამ დღეს თქვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ – სავარაუდოდ, თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება არასწორი იქნება. სწორი გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მიიღოს. თუ ასე არ არის, სხვა გადაწყვეტილება უნდა მოძებნოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved