• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა შეიძლება ეშველოს ყველაფერ ამას?”– დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:20 01-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,093

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

თავის დროზე დავით ნარმანია რომ დასახელდა ქალაქის მერად, ერთმა ხელისუფლების მომხრე იუზერმა ფბ-ზე დაწერა: “მერად ვირჩევთ ნარმანიას, ამის მთქმელი ნარმალნია?” თუმცა, როცა გაიგო, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იყო, საკუთარი ეპიგრამაც უმალვე დაარედაქტირა: “ნარმანია? ნარმალნია!”
ახლაც დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნო პერიოდში რომ ეთქვა ვინმეს, ბიძინა პრეზიდენტად ყაველაშვილს დაასახელებსო, ოცნების ერთგულ თუ ორგულ ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სასაცილოდაც არ ეყოფოდა, რეებს იგონებს ოპოზიცია, სულ გამოჩერჩეტდნენო.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი პრეზიდენტად არც ახლა მოსწონთ, მაგრამ რახან ბატონ ბიძინას უნდა, ესე იგი ასეა საჭირო და თანხმობით ხომ ეთანხმებიან და ცდილობენ მოიწონონ კიდეც.
ისე, ნარმანია პროფესორი მაინც იყო, ეკონომიკის და თვითმმართველობის ექსპერტი და არსამთავრობო სექტორში ნამუშევარი, ამ უდიპლომო დეპუტატმა კი ძირითადად ყვირილით და გინებით დაამახსოვრა ხალხს თავი, მაგრამ როგორც ლაშა ნაცვლიშვილის ისტორიულ სპიჩში ითქვა, ბიძინა, როგორც უფალი, არა მარტო ერთია ქვეყანაზედა, არამედ ის ყველგან და ყველაფერშია და როგორც ადრე ნარმანიაში იყო, ისევეა ახლა ყაველაშვილშიც, კობახიძეშიც, მდინარაძეშიც, დიტო სამხარაძეშიც და ხარებაშიც. ეს ყველა თითქოს სხვადასხვა ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ერთია.
ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება. მის მმართველობით სისტემაში თანამდებობაზე ყოფნის აუცილებელი პირობაა ინდივიდუალობასა და პიროვნულობაზე უარის თქმა. თანამდებობის პირი ამ სისტემაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას ნების აღმსრულებელი და მეტი არაფერი, ამ სისტემისთვის ირაკლი ღარიბაშვილიც კი არ აღმოჩნდა მთლად შესაფერი, რადგან ის, გარდა იმისა, რომ სრულიად მორჩილი იყო მისი ბატონ-პატრონის, კიდევ საკუთარი სანათესაოს და საახლობლოს დაწინაურებასაც ცდილობდა, ანუ რაღაც პიროვნულობის მაგვარი მაინც ჰქონდა, თუნდაც ნეპოტისტურ-კორუფციული შეფერილობის.
ადოლფ ჰიტლერმა მიმართა ერთხელ თავის მომხრეებს: მე გათავისუფლებთ თქვენ იმ ქიმერისგან, რასაც ჰქვია სინდისიო. ის ხომ თვითონ იყო ყოველთა ნაცისტთა სინდისიც და ნამუსიც და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც ამ ტოტალიტარულ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ რას დაამსგავსა ბიძინა ივანიშვილის მსახურებამ ოდესღაც წარმატებული და ხალხის საყვარელი ფეხბურთელი კახა კალაძე, რას ამსგავსებს ასევე ხალხისთვის საყვარელ სპორტსმენებს ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს, რას ჰგვანან მისი გამპრავებელი “ანალიტიკოსები” და “ექსპერტები” და ა.შ. და ა.შ., სახელი მათი ლეგიონია.
რა შეიძლება ეშველოს ყველაფერ ამას? ვფიქრობ სანამ ეს ხელისუფლებაა, არც არაფერი. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არის სასიკეთო ცვლილებებისთვის არასაკმარისი, მაგრამ უცილებელი პირობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved