• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყაველაშვილმა “ოცნების” რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწერა

ალია ავტორი - ალია
13:32 12-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე  საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.

ყველა საკანონმდებლო ცვლილება ერთპარტიულმა პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო. რეპრესიულ კანონებად შეფასებულ დოკუმენტს ყველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა და ისინი 30 დეკემბრიდან ძალაში შევა.

კანონები, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა:

  1. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;
  2. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება – რაც ასევე პიროტექნიკას ეხება
  3. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება – სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ
  4. პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის
  5. ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, – რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;
  6. ცვლილებები საარჩევნო კოდექში – რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.
  7. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.

რა შედის ძალაში 30 დეკემბრიდან:

  • შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება –  ჯარიმა 2 000 ლარით
  •  „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ – ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;
  • გაზრდილია ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);
  • ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 – 3500 ლარამდე);
  • ახალი სამართალდარღვევები:
  • შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე – 15000 ლარი).

იურისტების პირველი გამოხმაურებები:

“თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული”, – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.

“ანუ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილ სანქციებს, დასჯად ქმედებებსა და დაკავების საფუძვლებს; ნიღბების ბლანკეტურ აკრძალვას; საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებს”, – წერს ონიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved