• რეკლამა
  • კონტაქტი
14:59, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:55 12-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს კარგავს.

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც შესაძლებელია მიღებული იყოს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სივრცეს უტოვებენ გაითავისოს, რომ შემდეგი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთ მოპყრობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მიმართ არ დარჩება უპასუხოდ. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მან იგრძნოს თუ რას ნიშნავს მართლაც შეერთებული შტატების სანქციები, თუნდაც, ეს ლიმიტირებული, მაგრამ მას რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, შემდეგი ძალადობა ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.

ეროვნულ დონეზე კონკრეტულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს – ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებმაც მიიღოს. მაგალითად, გერმანიამ გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ყველა პროგრამას წვეტს, 200 მლნ ევროზე მეტია ეს. ამავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა ყველა ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან ფინანსური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითავისოს, მისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ეს მათ მიერ იქნა ინსპირირებული, მათი ნაბიჯების გამო გერმანია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი ყველა დახმარებას წყვეტს ჩვენი ქვეყნისადმი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved