• რეკლამა
  • კონტაქტი
21:01, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდაა ასეთი” – რატომ დატოვა უსამსახუროდ 100–ზე მეტი პირი წინასაახალწლოდ “საქნახშირმა”

ალია ავტორი - ალია
15:57 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

შპს საქნახშირმა ასზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე წინასაახალწლოდ დატოვა – როგორც ყოფილი მეშახტეები “პირველებთან” ინტერვიუში ყვებიან, ზემდგომები სოციალურ ქსელში ევროკავშირის მხარდამჭერი სტატუსების გამოქვეყნების უფლებას არ აძლევდნენ.

გიორგი აბულაძე აცხადებს, რომ მას კონკრეტული პირები მიუგზავნეს, რომლებიც ემუქრებოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელიდან “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არ აიღებდა, მაშინ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

“აგიტაციისთვის ბეჟან წაქაძე იყო მოსული და მერი ჩერქეზიშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ გვინდა კომპანიაში ისეთი პიროვნებები, რომლებიც მთავრობას ლანძღავენო” – ამბობს ყოფილი მეშახტე.

მოხდა თავიდან ჩემი გაფრთხილება, ნუ აზიარებ სოციალურ ქსელში ისეთ პოსტებს, რომელიც მთავრობის საწინააღმდეგო არისო. მომიგზავნეს პიროვნებები და დამემუქრნენ, რომ დავკარგავდი სამუშაოს მეც, ჩემი ძმაც, ჩემი რძალიც. მოხდებოდა ამის ნიადაგზე შურისძიება. საარჩევნო აგიტაციისთვის ბეჟან წაქაძე იყო მოსული და მერი ჩერქეზიშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ გვინდა კომპანიაში ისეთი პიროვნებები, რომლებიც მთავრობას ლანძღავენო”, – ამბობს გიორგი აბულაძე.

ყოფილი მეშახტე ხვიჩა გაბუნია  რეპრესიების მომწყობი პიროვნების სახელს და გვარს ასახელებს და ამბობს, რომ გია ბაბუხადია არის “ოცნების” საკრებულოში სწორედ ის დეპუტატი, რომლებიც მეშახტეებზე მუქარას ახორციელებს.

ხვიჩა გაბუნიას ცნობით, ტყიბულის შახტის გენერალური დირექტორი რუსი მიხაელ სუსკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ამართლებს.

გია ბაბუხადია, მეტსახელად ბრუცა არის “ქართული ოცნების” დეპუტატი საკრებულოში, რომელიც ხალხზე რეპრესიებს ახდენს. ავედი გენერალურ დირექტორთან, მიხაელ სუსკისთან. შევეკითხე, რატომ მათავისუფლებთ შახტიდან-მეთქი. მან გამცა პასუხი, რომ ხვიჩა წადი შენ სახლში, ოთხი თვე დაისვენე, ეს ადამიანი არის რუსი, რომელიც ამართლებს რუსეთის ომს უკრაინაში. ტყიბულის შახტის ხელმძღვანელობაში ჩართული არის რუსი მიხაელ სუსკი”, – ამბობს ხვიჩა გაბუნია. 

“პირველები” პოლიტიკური ნიშნით გათავსიუფლებაში მხილებულ გია ბაბუხადიას ესაუბრა. საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ არ გაუთავისუფლებიათ.

არავის არავინ პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებია. მომისმინე ჩემო კარგო, ახლა არის ასეთი მოდა საქართველოში, თუ ვინმემ რამე დაშავა, უსაფრთხოების წესები დაარღვია, გამოუშვეს სამსახურიდან, ყველა ხდება ოპოზიციონერი და პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლესო. კარგად ბრძანდებოდეთ.. ჩვენი გენერალური დირექტორი რუსი არ არის, ქართველია”, – ამბობს სატელეფონო საუბრის დროს ბაბუხადია. 

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved