ყოფილი მაღალჩინოსანი, მურთაზ ზოდელავა, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს და წერს:
ან გვარი გვითხარით დაკავებულის ან კომპანიის სახელწოდება, ერთი შეხედვით რაც ჩანს დაკავებულია ღარიბაშვილის ან მამაცაშვილის მოლარე. სხვას ვის მიუტანდნენ ამხელა თანხას, ეს გამოცდილი, ათას მუხლზე გადამხტარი ხალხი, 2,5 მილიონი$ ქრთამით დავიჯერო პჭრყ თანამდებობის პირს მიადგა საქმის მოსაგვარებლად? თვალყური მივადევნოთ ამ საქმეს, აშკარად ქოცნების შიდა სამზარეულოს ნაწილია, ოცნების რღვევის მორიგი სიმპტომი.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე 3 მოქალაქე დააკავეს
კომენტარები