• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,წინა დღეს სტატუსი დადო იმ გარეწარმა მაინც მოვკლავო” – თბილისში, 16 წლის ბიჭის დაჭრის დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:03 12-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა თბილისში დაჭრილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აღენიშნება რამდენიმე ჭრილობა, თუმცა ყველაზე მძიმე, კისრის მიდამოში მოყენებული დაზიანებაა, საიდანაც მოზარდმა ბევრი სისხლი დაკარგა.

დაჭრილი გიორგი ბლიაძეა, რომლის დედაც ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნეონაცისტური დაჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მათ მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდათ განზრახული:

“კამერის ჩანაწერებში ვხედავ როგორ ხვდებიან, უკან რომ მისდევენ, გიო გარბის, ერთი მისდევს, მერე ლუკა რომ ვარდება ბრუნდება თავის ძმის ასაყენებლად, ამ მომენტში ჩაიგდო გიო ხელში. 14 წლის ბავშვს დანა ამოუღია და გიოს საძილე არტერიაში ჩაარტყა და დანა ჩავიდა გულში. დაფლითეს ბავშვი. მერე კიდევ მიდიოდა დანით დასაჩეხად, მერე ისევ თავისიანებს, ნიღბიანებს გამოუწევიათ, აღარ გინდა უკვე მკვდარიაო… ჩაცმულობაზე ემჩნევათ, ემბლემებზე, მაისურებზე.” ამბობს დაჭრილი მოზარდის დედა.

მომხდარზე საუბრობს დაჭრილის მასწავლებელიც. მისი თქმით, გიორგი ბლიაძე ბულინგის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ სკოლამაც იცოდა:

“რამდენჯერმე მითხრა ესეთი მდგომარეობა მაქვსო. სექტაა, გაწევრიანებასაც სთხოვდნენ დაჯგუფებაში და გიორგი ამას არასდროს არ გააკეთებდა. რეაგირება არ ხდება იმიტომ, რომ სკოლამაც კარგად იცოდა. წინა დღეს სტატუსი დადო იმ გარეწარმა მაინც მოვკლავო და რეაქცია ნული.” ამბობს მასწავლებელი ჟურნალისტებთან. 

16 წლის მოზარდის დაჭრისთვის შსს-მ ასევე არასრულწლოვანი, 14 წლის პირი დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, დაკავებულ არასრულწლოვანს  პროკურატურამ ბრალი დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109 -ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.

“საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა   16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. (მთავარი არხი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved