• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის

ალია ავტორი - ალია
12:22 12-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
697

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება.

„ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციისგან. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იმისთვის იყენებს, რომ ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას თავს დაესხას. ეს რა თქმა უნდა, მძიმე ლაქაა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც უსაფრთხოების სისტემას შეეხებოდა, მათ შორის, საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის, ვის აქებენ იქ? შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მინისტრს, იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათი დამსახურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის უწყებები მადლობებს გვიხდიან… ზუსტად ამ ადამიანების – ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურებაა, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარია. ამის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რომელიც ქართველმა ხალხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს დავანახეთ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესს ეწინააღმდეგება და სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ადმინისტრაცია, რომელსაც ამერიკელმა ხალხმა მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას.

ეს გახლავთ სრულად ამერიკული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როცა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადმინისტრაციის თვითნებური გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობებს აზიანებს. ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციაა, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი “გლობალური მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი “ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის” საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved