• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ დაგეგმა ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება – არასამთავრობო ორგანიზაციები

ალია ავტორი - ალია
16:07 12-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,413

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ეყრდნობა მსხვერპლთა მიერ ადვოკატებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა.

აქციების გადამეტებული ძალით დაშლა

ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, წიწაკის სპრეის, გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა.

● რიგ შემთხვევებში დაშლის დაწყებამდე წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა უახლოვდებოდა დემონსტრანტებს, ისმოდა სპეციალური გაფრთხილება/მოწოდება დაშლისაკენ. რიგ შემთხვევებში კი, დემონსტრაციების დაშლა იწყებოდა პირდაპირ დევნით და დემონსტრანტების დაკავებით, ხოლო გამაფრთხილებელი სიგნალი და დაშლის სხვა საშუალებები შემდეგ გამოიყენებოდა.

● წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკას და ქმნიდა ჭყლეტვისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს.

● ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი ჯგუფები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას ვინც ვერ ასწრებდა ტერიტორიის დატოვებას;

● რიგ შემთხვევებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და ისე აკავებდა მათ.

დაკავებულთა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა

● დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცავები კვლავ ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდნენ და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში.

● დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო;

● მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს;

● დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს – სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები;

● დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში;

● ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს – ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს;

● ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა, შემდეგ კი კარი დახურეს. ცნობილი ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს; ასევე,ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად, წინდებს;

● დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით;

● ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.

● ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.

ნაცემი და ნაწამები დაკავებულების პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გადაყვანა 

● ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცრაზმი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც დაკავებულები ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში გასანაწილებლად გადაჰყავდათ.

● გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საათობით (საშუალოდ 3 ან მეტი საათი) უხდებოდათ დაკავების მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ.

● იზოლატორებში შესახლებამდე პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცავს არასწორ, ყალბ ინფორმაციას.

● მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

● დაკავებულებს იზოლატორში შესახლებამდე არ ეძლეოდათ ადვოკატთან შეხვედრისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა.

● უმეტესად, დაკავების 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ იზოლატორებიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილ დაკავებულებს მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას.

ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან

● პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი (“იგინებოდა”, “ილანძღებოდა და გვაყენებდა “შეურაწყოფას” (შეურაცხყოფის ნაცვლად) – ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული);

● ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად “რუსთაველის გამზირი”, ან “პარლამენტის მიმდებარედ”);

● ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეაფასა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი ფარგლების გაცდენად პოლიციამ;

● სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას – “იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს.” იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე;

● მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან;

● მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს;

● მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები;

● საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა;

● დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ;

● მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს;

● რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა , თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს;

● მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის.

● ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები და მიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში;

● მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები.

ცრუ მოწმე პოლიციელების სია:

1. გიორგი ჩარექაშვილი

2. თორნიკე მენაბდე

3. სულხან კიკნაძე

4. რევაზ წურწუმია

5. ზვიად მარგველანი

6. ზურაბ ღარიბაშვილი

7. დავით მარუაშვილი

8. ოთარ გელაშვილი

“არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved