• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიღბის აკრძალვით ოცნება ცდილობს, ადამიანები ტერორისადმი კიდევ უფრო დაუცველი გახადოს – საია

ალია ავტორი - ალია
13:58 12-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეკრებებზე ნიღბის ტარების აკრძალვით ოცნება ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს იმ ტერორის მიმართ, რომლის დამყარებაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სურს..

“2024 წლის 8 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგეგმებოდა კანონის მიღება, „რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“. მისი განცხადებით, კანონის მიზანი ძალადობის პრევენციაა.

უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის მშვიდობიანი. ამას ადასტურებს ეუთო და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი საკუთარ შეფასებებში. ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“ მოიხსენია, არიან სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობაც. ამას ადასტურებს, ასევე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International, თავის შეფასებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ნიღბების აკრძალვას: აღნიშნული ინიციატივა, რომელიც 13 დეკემბერს პარლამენტის მიერ უკვე მესამე მოსმენით იქნა მიღებული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ მიმართული მორიგი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გაადვილებას. ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

ხაზგასასმელია, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება, ამასთან, თავი დაიცვან იმ ქიმიური გამაღიზიანებლებისგან, რომელთა შემადგენლობასაც შსს არ ასაჯაროებს და რომლებსაც შსს უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.

განსაკუთრებით ამ პირობების გათვალისწინებითაც, შეკრებების და მანიფესტაციების დროს ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა არღვევს როგორც შეკრების, ასევე გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში.

საკანონმდებლო ცვლილების დეტალური ანალიზის მხრივ, აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამოქმედებული მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ მშვიდობიან შეკრებისას ნებისმიერი ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაზე არაპროპორციულ შეზღუდვას. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიხედვით, არ უნდა არსებობდეს ბლანკეტური ან რუტინული აკრძალვა შეკრებაზე ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.

შეკრებაზე ნიღბის ტარება შესაძლოა იყოს გამოხატვის და კომუნიკაციის ფორმა, რომელიც დაცულია სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებით.

ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას.

დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება.

პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.

მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე. შესაბამისად, კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.

აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ქართული ოცნება ამ ცვლილებით ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს იმ ტერორის მიმართ, რომლის დამყარებაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სურს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved