• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველა ჩვენგანის მორალური და მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი” – სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ელჩებს

ალია ავტორი - ალია
23:24 12-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,250

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ გიორგი (გოგი) ალექსიძის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს, რასაც ,,პუბლიკა” ავრცელებს.

“ვწუხვარ, რომ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, მიწევს ხელახალი საჯარო მიმართვის გაჟღერება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად რთულ მომენტში, ღრმა კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აგრეთვე ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლი მოგმართოთ ამ განცხადებით.

მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არაერთი მოთხოვნისა, ამ მომენტამდე ვერ მოხერხდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ქვეყანაში დაპირისპირების ესკალაციის შეჩერება. საქართველოში რუსეთის მიერ ჩანერგილი, მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ არაღიარებული და არჩევნების გაყალბების გზით, ხელისუფლების მიმტაცებელი პარტიული ჯგუფი, ყველა ხერხით ცდილობს ილუზორული ლეგიტიმაციის მოპოვებას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე. ხვალ, 2024 წლის 14 დეკემბერს, პარტიული და მორჩილი პრეზიდენტის დანიშვნა სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი გახლავთ. ეს უდავოდ გაამწვავებს მიმდინარე პროცესებს, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა გავამახვილო ყურადღება საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლის უსაფრთხოების საკითხზე. დღეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თავისუფლების ბოლო ფორპოსტი. მმართველი ძალა მის მიმართ დიდი ხანია ამჟღავნებს დაუფარავ აგრესიას, მეტიც, ღიად ემუქრება მას. ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ, წინასწარ, ზარ-ზეიმით დაანონსდა მისთვის პირადი დაცვის მოხსნა.

ამ ვითარებაში, ყველა ჩვენგანის მორალური და მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი ყველა არსებული ლეგიტიმური საშუალებით და მეთოდებით, რათა არ მივცეთ მავანს შესაძლებლობა შეურაცხყოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უკანასკნელი ინსტიტუცია, გარანტი და სიმბოლო.

2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომის დროს, მეგობარი ქვეყნების პირველი პირების და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობამ, რუსეთს არა ერთი აგრესიული გეგმა ჩაუშალა და თბილისის აეროპორტი დაბომბვას გადაარჩინა. დიდი მადლობა მათ ამისთვის! მეთოდი გამოცდილია, უაღრესად ღირსეული, მშვიდობიანი და ეფექტური.

მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბრიტანეთის ელჩს, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ელჩებს და საქართველოში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს: დღეს, პირადად თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა მსგავსი მეთოდებით დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და თავისუფლება, დაიცვათ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც თქვენი აქტიური თანადგომა ახლა უდავოდ სჭირდება. სჭირდება არა მარტო მას, არამედ ყველა ჩვენგანს. მართალია, სანქცია ძალზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სასურველი ბერკეტია, მაგრამ ის არის პასიური ღონისძიება და ინერტულია ზემოქმედების შედეგების თვალსაზრისით. ჩვენ ამდენი დრო აღარ დაგვრჩა!

სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის არაერთგზის მიმართვისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ეფექტურად ვერ დაგვიჭირა მხარი ქვეყანაში განვითარებული სახიფათო პროცესების დროულად შეჩერებაში. პატივცემულო ელჩებო, დარწმუნებული ვარ რომ ახლა, საშობაო არდადეგების პერიოდის მიუხედავად, თქვენ გაგაჩნიათ რეალური შესაძლებლობა დაიცვათ ჩვენი პრეზიდენტი და ამით უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანოთ დემოკრატიული საქართველოს გადარჩენის პროცესში”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved