• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვნახოთ ვინ აღიარებს ფატალურ შეცდომას” – კოვიდ19-ით გარდაცვალების მიზეზი

ალია ავტორი - ალია
05:52 05-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“კოვიდ 19 -ის ლეტალობის გაშიფვრის ერთი შესაძლო მცდელობა

იტალიური და ყველა სხვა მაღალსიკვდილიანობის მქონე პაციენტთა პოპულაციების ანალიზისას უკვე აშკარად იკვეთება ერთი თავისებურება, რომელზეც გულახდილი საუბარი ალბათ მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ დაიწყება, როდესაც კოვიდ-პარანოია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცევა და სამედიცინო ჟურნალები დაიწყებენ სახელდახელოდ შეთხზული ფსევდო-მეცნიერული მაკულატურისაგან გაწმენდას, რის მნიშვნელოვან ხვედრით წილსაც ჩინური სტატიები წარმოადგენენ. ეს არ იქნება ადვილი პროცესი, რადგან სამედიცინო საზოგადოებას მოუწევს იმის აღიარება, რომ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული ობიექტური და ზოგჯერ სუბიექტური მიზეზების გამო. ამ ყველაფრის საფუძველი კი კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულებში 2 აშკარად განსხვავებული ფენოტიპის L და H-ის გამოყოფა გახდება. ადვილად რომ დავიმახსოვროთ, ჩავთვალოდ L LIGHT-ად, ანუ ადვილად და H კი Heavy-დ, ანუ მძიმედ.

საბედნიეროდ, მძიმე მიმდინარეობისას L ფენოტიპი ჭარბობს, დაახლოებით 75-80%-ს შეადგენს. საბედნიეროდ იმიტომ, რომ მიუხედავად ობიექტური ციფრული მონაცემების საშიშ, პოტენციურად სასიკვდილო ზღვარზე თამაშისას, ეს ფორმა არ არის სასიკვდილო, თუ პაციენტს მექანიკურ სუნთქვაზე არ გადავიყვანთ. არ არის ადვილი ამ ცდუნების დაძლევა, რადგან სისხლში ჟანგბადის შემცველობა იმდენად დაბალია, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მექანიკური ვენტილაციის აშკარა ჩვენება იქნებოდა, მაგრამ არა კოვიდის დროს.

საკმარისია საბედისწერო შეცდომის დაშვება და L ფორმის პაციენტის ინტუბაცია, რომ დაავადების შემდგომი მიმდინარეობა უკვე H ანუ მძიმე ფორმისას ემსგავსება და H ფორმის ლეტალური შედეგი კი 75-80 %-ს და ზოგჯერ უფრო მეტსაც აღწევს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ კოვიდის საწყის პროტოკოლებს, სადაც კლინიცისტები ამჯობინებდნენ პაციენტის რაც შეიძლება სწრაფად ინტუბაციას, რათა მაქსიმალურად კონტროლირებად გარემოში მომხდარიყო ეს საშიში პროცედურა, რომ მომსახურე პერსონალიც მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ვირუსისაგან, მაშინ აშკარა ხდება ისიც, რომ პირველ თვეებში მექანიკურ სუნთქვაზე გადაყვანა ძალიან ლიბერალურად ხდებოდა, რამაც ლოგიკურად გამოიწვია უმრავლესობაში მყოფი L ტიპის პაციენტების უნებლიეთ გადაყვანა H ფორმაში, რაც საბოლოოდ 75-80 %-იანი სიკვდილიანობით დასრულდა.


იმედია, დიდი აკადემიური ცენტრები დროულად მოახდენენ ამ ანალიზს, რაც დიდ სამსახურს გაუწევს მასიური პარანოიის აღმოფხვრას კოვიდის შესახებ. ამასთან, ეს შესაძლებელს გახდის ერთადერთი სარწმუნო სტატისტიკის, მძიმე და უმძიმეს ფორმიანთა რაოდენობის ზუსტ დადგენას, რაც კლინიკური რეზერვების ზუსტი გათვლების საშუალებასაც მისცემს ჯანდაცვის სისტემებს მთელ მსოფლიოში. ვნახოთ ვის ეყოფა გამბედაობა და აღიარებს ფატალური შეცდომის დაშვების ფაქტს, რომელიც ძირითადათ ობიექტური მიზეზების გამო მოხდა, რადგან არავინ იცოდა ვირუსის არც ბუნება და არც მისი მიმდინარეობის კლინიკური თავისებურებები.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved