• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვერ იქნება მინისტრი ტიკარაძე მედიასთან მკაცრი? – პასუხი პრემიერს

ალია ავტორი - ალია
15:53 05-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, დაავალა, მედიასთან “უაღრესად მკაცრები იყვნენ” და კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მიზეზი ახსნან:

“ბატონო ამირან, ასევე ქალბატონო ეკა, მინდა გთხოვოთ, რომ დღეს მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი. პირველი, უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში. მეორე, უნდა ავუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე, უნდა ავუხსნათ, რომ თუ ეს ინსტრუმენტები ხელში არ დაგვრჩა, რთული იქნება და მეოთხე, გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. რაც გუშინ ხდებოდა, ჩვეულებრივი ცირკი იყო”

“ალია” – ბატონო გიორგი, ახლავე გეტყვით, რატომ ვერ იქნება ვერც ტიკარაძე და ვერც გამყრელიძე მკაცრი:

26 იანვარს “ალიაში” დაიბეჭდა პირველად ექიმების მოთხოვნა, რომ ქვეყანას დაეწყო საკარანტინე სივრცეების მოწყობა – მიუხედავად ამისა, ჩინეთიდან ჩამოფრენილი ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყანებს გადაჰყავდათ თავიანთ საკარანტინე სივრცეებში და მხოლოდ 21 თებერვალს გადავიყვანეთ პირველად 30 მოქალაქე კარანტინში!

არც ის დაგავიწყდეთ, რომ მიუხედავად ამ დროის გასვლისა – თითქმის ერთი თვის მერე გახსენით, მას შემდეგ “ალიას” გვერდიდან ამას ექიმები ითხოვდნენ – მთავრობამ ვერ მოახერხა და ვერ დაადგინა დროულად ერთი ადამიანის ერთი დღის ფასი (რომელიც მერე მოგვიანებით განისაზღვრა 100 ლარით) და პირველი ერთი თვე მილიონობით მეტი თანხა გადაიხადეთ ბიუჯეტიდან – ზოგ სასტუმროში ნომერში 300 ლარამდე გადაიხადეთ!

22 თებერვალს უკვე მედიამ გააჟღერა რომ ირანის ყველა ქალაქში იყო მოდებული ვირუსი!

მიუხედავად ამისა, ირანთან სახმელეთო საზღვარი 17 თებერვალს ჩაკეტეთ.

26 თებერვალს დაფიქსირდა პირველი ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და მხოლოდ 2 მარტს ვიხილეთ პირველად სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამასაც 26 იანვრიდან მოყოლებული ითხოვნენ “ალიას” გვერდიდან.

ახლაც კი, მხოლოდ იმ გამოძახებაზე მიდის სასწრაფო ეპიკირებით, სადაც საეჭვო სიმპტოპმებია, თითქოს ჩვენზე უკეთ არ იცოდეთ, უსიმპტომო პაციენტების არსებობაზე.

17 მარტს ექიმების გადამზადების გაიდლაინზე ჯერ კიდევ არ არის მინისტრის ხელმოწერა! – 17 მარტს!

ამიტომ გყავთ ყველაზე დიდი კლასტერი ექიმებში!

8 მაისს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ის არ არის განათლებით ეპიდემიოლოგი და თავის თანამშრომლებს ეკითხება აზრს – მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ჯიუტად ასახელებთ, პრემიერო მას ეპიდემიოლოგად და მისი რეკომენდაციებით მართავთ ქვეყანას.

უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეგვიძლია, რატომ ვერ იქნება მკაცრი მინისტრი და გამყრელიძე – უამრავი მათი ურთიერთგამომრიცხავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, სრული ინფორმაციია ინტერნეტში თარიღების მიხედვით, პრემიერო, როდის რას ამბობდნენ, როდის რას აკეთებდნენ და როგორ.

და ბოლოს, იცით რატომ ვერ იქნება ჯანდაცვის მინისტრი მკაცრი მედიასთან? – მედიას, რომელსაც კითხვები აქვს – არ პასუხობს. არც მკაცრად, არც თბილად – საერთოდ, ბედავს და არ პასუხობს! არც მინისტრი და არც მინისტრის პიარი!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved