• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფოს დაცვის გენერალ-მაიორი, გიორგი ალექსიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
22:18 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
415

სახელმწიფოს დაცვის გენერალ-მაიორი, გიორგი ალექსიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავს – “მოვიდა დრო მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია… ხვალ შეიძლება დასაცავი არც აღარაფერი დაგრჩეთ”.

გიორგი ალექსიძე აცხადებს, რომ “არსებული მახინჯი სისტემის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული სისტემატიური ძალადობის და ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური კურსის დანაშაულებრივი ცვლილების ფონზე, აგრეთვე რუსეთის მოსალოდნელი ხელახალი შემოჭრის საფრთხის წინაშე, სამშობლოს დაცვის და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ეკისრება შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთრებით კი გენერალური შტაბის უფროს და უმაღლეს ოფიცრებს”.

ბატონებო, დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მომავალი დემოკრატიული განვითარების უაღრესად მძიმე და სახიფათო მომენტში, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს.

ბატონო ოფიცრებო და გენერლებო, დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა აირჩია ეს რთული და საპატიო პროფესია, რათა ემსახუროს საკუთარ სამშობლოს და დაიცვას იგი ნებისმიერი საფრთხისგან. შექმნილ ვითარებაში, სწორედ თქვენ გაქვთ პირდაპირი ვალდებულება, ამასთანავე რესურსიც, რათა დაიცვათ ქვეყნის განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური კურსი და აარიდოთ საქართველოს ხელახალი ინტერვენციის საფრთხე.

თანამედროვე ეპოქამ, რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ომის, მათი ოკუპაციის და ანექსიის ახალი ფორმები წარმოშვა. ხშირად რეალური საფრთხე ძალზედ კარგად არის შენიღბული, რის გამოც, იგი დროულად რთულად ამოსაცნობია. მაგრამ, ვინ თუ არა თქვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად ხედავდით თუ როგორ უდიერად ეპყრობოდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორ აბრალებდნენ მათ ომის დაწყებას და ომის წაგებას, როგორ შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნას, როგორ აკნინებდნენ ქართულ ჯარისკაცს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მთავარსარდალს ჯარისკაცების თანდასწრებით, როგორ არ იშურებდნენ ძალისხმევას ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო სულის დასაქვეითებლად.

ჩვენი ქვეყნის ერთგული პარტნიორები, რომლებმაც ათეული წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესში, დღეს მტრად არიან გამოცხადებული. ამ ვითარებაში, ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ დახმარების და წვრთნის ყველა პროგრამა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებს და რადიკალურად შეასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

აშკარაა, რომ არალეგიტიმური და ჩვენი დაუძინებელი მტრის მიერ ნაქები, არჩევნების გამყალბებელი ოლიგარქია, ნებისმიერ ფასად ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების მიტაცებას. არსებული მახინჯი სისტემის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული სისტემატიური ძალადობის და ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური კურსის დანაშაულებრივი ცვლილების ფონზე, აგრეთვე რუსეთის მოსალოდნელი ხელახალი შემოჭრის საფრთხის წინაშე, სამშობლოს დაცვის და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებით კი გენერალური შტაბის უფროს და უმაღლეს ოფიცრებს.

მოვიდა დრო მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და დაუდასტუროთ ერთგულება სამშობლოს და ქართველ ხალხს, სანამ კვლავ არ დაიღვარა საქართველოს პატრიოტების სისხლი და არ დაიკარგა წლების მანძილზე სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა, თორემ ხვალ შეიძლება დასაცავი არც აღარაფერი დაგრჩეთ.

პატივისცემით,
გიორგი ალექსიძე
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი

ყოფილი:

  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე,
  • ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი;
  • საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის,
  • ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი”, – ვკითხულობთ განცხადებაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved