• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მერის მოადგილე ცდილობდა შეერცხვინა გოგონა, რომელსაც აკაკი წერეთლის სიტყვები ეწერა ბანერზე. როგორ აგინებთ რუსებსო; ტიტუშკამ წამართვა ტელეფონი” – ახალგაზრდების პროტესტი გურჯაანში

ალია ავტორი - ალია
13:40 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

გურჯაანის მერიასთან, საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მისულ ახალგაზრდების ჯგუფს ადგილზე მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მზარდამჭერები დახვდნენ – შესაბამის კადრებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის მონაწილე, ანი მოსემღვდლიშვილი ავრცელებს. “ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდები ოპოზიციასთან კავშირში დაადანაშაულეს:

“ხალხო, ახლა კარგად უყურეთ ამ ვიდეოებს და დარწმუნდებით, რომ უკვე რუსეთში ვართ, აქ უკვე კითხვის ნიშნებიც აღარ არის, პირდაპირ რუსული მეთოდებით გაგვისწორდნენ.
მოგვიწყეს კარგად დადგმული სცენარი, მთელი ხუთი დღე რომ არ გაჩერდა პროტესტი გურჯაანში, იფიქრეს და ეს მოიფიქრეს.

ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ სუსის თანამშრომლები და ტიტუშკები დაგვდევენ მთელი ოთხი დღე. ამ ტიტუშკებმა დღეს გვაგინეს და ბავშვები აატირეს. დილიდან როგორც ჩანს დაიწყეს დარეკვები აქციის მონაწილეებთან და სცადეს დაშინება. ჩემ მიმართაც იყო დაშინების მცდელობები შეფარულად.
ახალგაზრდები 6 საათზე მაინც შევგროვდით პაპას ბაღში, რომელიც ისევ ჩაბნელებული დაგვხვდა და გავაგრძელეთ მსვლელობა მერიისკენ. ჩვენთან ერთად იყო პროტესტის უხუცესი მონაწილე მევლუდი პაპა, რომელსაც საშინლად მოექცნენ. მერიასთან კიბეებზე დაგვხვდნენ ჩალაგებულები, გურჯაანის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები, რომლებიც წლებია ოცნების და რუსული რეჟიმს ნერგავენ გურჯაანში. ვიდეოში კარგად ჩანს როგორი მშვიდობიანად მივედით და როგორ გვეტყობა გაოცება მათი დახვედრის გამო. ჩვენ ჩვეულებრივ მივედით და დავიწყეთ საპროტესტო აქცია, დაგვიწყეს დამცინავი კომენტარების კეთება და წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით მოიყვანეს პროვოკატორი ტიტუშკა და ცადეს სიტუაციის დაძაბვა, ვიდეოში კარგად ხედავთ ბატონი მევლუდი როგორ ამშვიდებს ამ შემოგზავნილ ტიტუშკას. ჩვენთან რომ ვერაფერს გახდნენ შემდეგ გაიყვანეს მევლუდი პაპა და ქურდული გარჩევები  მოუწყეს. მერის მოადგილე ლერი გელენავა ხელითაც შემეხო ვიდეოს გადაღებისას. ეს იმ დროს მოხდა , როცა გამოვიჭირეთ გაუნათლებლობაში, ცდილობდა შეერცხვინა ის გოგონა , რომელსაც აკაკი წერეთელის სიტყვები ეწერა ბანერზე. როგორ აგინებთ რუსებსო დაგვიწუნა.

ტიტუშკამ წამართვა ტელეფონი და ვიდეოს წაშლა მომთხოვა, რა თქმა უნდა დავეწიე და წავართვი და აგერ გიზიარებთ ყველაფერს დეტალურად.

საწადელი ვერ აისრულეს მაინც, ბოლოს მაინც ჩვენ მაინც გავაგრძელეთ პროტესტი და ლამის სახლის კარამდე გვსდია სუსმაც და პოლიციამაც. ისეთი დაძაბულობა შეგვიქმნეს იმდენი ხალხი აგვადევნეს კამერებით ბოლოს ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ შეშინებული ბავშვები და ახალგაზრდები.უბრალოდ გაბრაზებული კი არ ვარ, ცეცხლებს ვყრი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved