• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც ვნახე, არის სიმხეცე” – დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემნი

ალია ავტორი - ალია
18:15 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  საპროტესტო აქციის დაკავებული მონაწილეები  დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით, 15-მდე დაკავებულიდან 2-ის გარდა, ყველა აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა.

“ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე.

რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავებისას არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას. კანონი უპირველესად კანონდამცველმა უნდა დაიცვას და დამნაშავესაც კანონის მიხედვით უნდა მოეპყრას. ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ყველასი, ვინც აკავებს, ვინც საპოლიციო ოპერაციას ატარებს, და მერე ვინც იძიებს დაკავების პირობებს.

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ აქციებზე წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც გამოუძიებელი რჩება და რომელზეც სახელმწიფო დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებს, მათი გამეორების ალბათობას ზრდის. ამიტომ, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

ჩვენ ყველა ინფორმაციას გავასაჯაროებთ და ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მასალას გავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასევე, მივადევნებთ თვალს თავად გამოძიების მიმდინარეობას,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved