• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PACE თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე სასტიკ ზეწოლას მკაცრად გმობს

ალია ავტორი - ალია
03:56 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე – მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ.

“ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას.

“ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა კამათის საგნად ქცეული, საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსით და იხსენებს, რომ მან ბევრჯერ ითხოვა ამ კანონის შეცვლა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონით.

ეს შემაწუხებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე – გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, არ ქმნიდა საჭირო პირობებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს ‘გაეკეთებინა ინფორმირებული, დათრგუნვისა და არამართებული ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანი’, როგორც ნათქვამია გუშინ გავრცელებულ, არჩევნებზე დამკვირვებელთა ანგარიშში.

ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ასამბლეა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან.

საქართველოს არჩევნების შესახებ ანგარიშს ასამბლეა 2025 წლის იანვრის სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved