• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ყველა საკლუბო ღამე გაუქმდება” – თბილისის ღამის კლუბები

ალია ავტორი - ალია
20:43 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ღამის კლუბები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ “საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ”.

კლუბები სოლიდარობას უცხადებენ “სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას” და ითხოვენ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”.

ამასთან, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს.

გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას, რომლის ავტორები ღამის კლუბები: BASSIANI, KHIDI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA და TES არიან.

საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. საზოგადოების მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგი, ვიყოთ თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დროებით შეჩერებულია. კრიზისში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია და ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება, რაც არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს ყველაფერს, მათ შორის საკლუბო კულტურას და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების არსებობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი. ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება, 2024 წელს მიღებული რუსული და ანტი-ლგბტქ+ კანონები სწორედ ამ მონაპოვრის განადგურების მცდელობაა.

მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს.

სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში”, – აღნიშნულია საერთო განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved