• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჟურნალისტი რომ ხარ, მაგიტომ გცემთო” – “პუბლიკას” ნაცემ ჟურნალისტს ოპერაცია ჩაუტარდა

ალია ავტორი - ალია
13:32 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ ნაწილს ქირურგიული დახმარებაც დასჭირდათ. ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის ოპერაცია. მას ცხვირი აქვს გატეხილი.

“პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქეშელაშვილი იხსნებეს, რომ ის მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანი რაზმის წევრებმა საპოლიციო კოლიდორში გაატარეს და როგორც თავად ამბობს, ყველა ურტყამდა.

კუთხეში ვიყავი პარლამენტთან, პარლამენტის შენობის გვერდით, როცა დავინახეთ, რომ გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები, დაერივნენ მოქალაქეებს და მე უკან-უკან წამოვედი. თან ვიღებდი, თან ვაგრძელებდი მუშაობას, უცებ ვიგრძენი, რომ მეც მომკიდეს ხელი და შემათრიეს თავისთან. რომ შემათრიეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მითხრეს ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ. მაგინებდნენ და დამიწყეს ცემა გამეტებით, ხელებით, ერთგვარი კორიდორივით ამატარეს მაღლა წამიყვანეს დასაკავებლად ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველა მომდიოდა და მირტყამდა. რამდენჯერმე დავეცი და ფეხები მირტყეს სახეში, ძირითადად სახეში მირტყამდნენ. ცხვირი გამიტეხეს და სახე მაქვს შეშუპებული. დამჭირდა ოპერაცია ცხვირზე”, – ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი ტვ პირველთან. 

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

 საპროტესტო აქციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად “ტვ პირველის“ 5 თანამშრომელი – ჟურნალისტები და ოპერატორები დაშვდნენ.

  • ოპერატორი, ნიკო კოკაია დღეს ძალადობის მსხვერპლი მეორედ გახდა – მაშინ როცა ჩვენი ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.
  • სპეცრაზმის სამიზნე “ტვ პირველის” რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყურებელს დარბევის ადგილს.
  • პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილი.
  • რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევის დროს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ.
  • აქციაზე დაშავდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. ასევე, OC მედიას ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.
  • აქციის გაშუქებისას დაშავდნენ „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved