ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
ფეხბურთელებო!
ბოლო დროს თქვენით საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ, ბიჭებო, რადგან თქვენ საქართველოს არაერთი ემოციური წუთი აჩუქეთ.
ახლაც, ამ გადამწყვეტ მომენტშიც უნდა თქვათ სიტყვა, ეროვნული ნაკრების წევრებო. უნდა თქვათ, რომ ის, რაც ახლა ხდება, მალე თქვენც შეგეხებათ, შეგეხებათ იმიტომ, რომ საქართველო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მალე ცივილური სამყაროსგან იზოლაციაში მოექცევა და თქვენც კარიერას მხოლოდ რუსეთში გააგრძელებთ!
ბიჭებო, ხმა ამოიღეთ, ძალიან გთხოვთ, დაიცავით თქვენი და საქართველოს ღირსება კიდევ ერთხელ!
კომენტარები