პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ავრცელებს გამოცემა პუბლიკას, სასამართლო დარბაზში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისთვის გადაღებულ ფოტოს და წერს:
“მრავალგზის რეპრესირებულ, ტანჯულ და ავადმყოფ ადამიანს წირავენ წამებისთვის და სიკვდილისთვის.
“ქართული ოცნება”, რომელიც სუვერენიტეტის იდეებით გამოდის, ხარკს წირავს და ყრმასავით ემორჩილება დიქტატორს !!!”
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იქნება ექსტრადირებული.
კომენტარები