• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიპლომი არც ილიას ჰქონდა და არც ნოე ჟორდანიას, სამაგიეროდ კალაძეს აქვს, დიპლომში კი არ არის საქმე, პრობლემა ესაა” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:11 11-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35,260
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური” – ამ სიტყვების გაგონებისას სპეციალისტებს უპირველესად გერმანია და იტალია ახსენდებათ …
გფრ-ის პირველი პრეზიდენტი თეოდორ ჰაოისი სამ ეპოქაში: კაიზერის დროს, ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდსა და ომის შემგომ გერმანიაში ლიბერალური პარტიის მესაძირკვლე იყო, კონსტიტუციის თანაავტორი გახლდათ, ნაცისტები ავიწროვებდნენ და ამიტომ ფელეტონისტად მსახურობდა, თომას მანის ბიოგრაფიული პორტრეტიც კი ჰქონდა შედგენილი.
იოახიმ გაუკი მღვდელი იყო, აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა, მას საეკლესიო კრებებისა და წინააღმდეგობის ორგანიზატორად მიიჩნევენ, შტაზი დასდევდა, გაერთიანების შემდეგ კი შტაზის არქივების მართვა დაავალა მთავრობამ .. თავისი უკომპრომისო ბრძოლის შედეგად იმდენად დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ სახელმწიფოს მეთაურად მის არჩევას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა, მწვანეებმა, მაშინდელ ბუნდესტაგში წარმოდგენილმა თითქმის ყველა პარტიამ.
იტალიის პოლიტიკურ სისტემას კარგად არ ვიცნობ, ახლა ვსწავლობ, მაგრამ რამდენიმე აპენინელი პრეზიდენტის შესახებ წამიკითხავს … ჯუზეპე სარაგატი ოცი წელი ებრძოდა ფაშიზმს ემიგრაციიდან, გერმანელ ნაცისტთა ტყვეობაშიც იყო, პარიზში ელჩად მსახურობდა, ომის შემდგომ სათევეში ედგა დამფუძნებელ კრებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურა ქვეყნის პრეზიდენტის საპატიო სტატუსი.
ჯორჯო ნაპოლიტანო იტალიის ათი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, კომუნისტურ პარტიაში ყველა საფეხური გაიარა, იბრძოდა სსრკ-ის ავღანეთში ინტერვენციის წინააღმდეგ, ურთულეს პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად, ორჯერ აირჩიეს ევროპარლამენტში, დაასახელეს სამუდამო სენატორად … მხოლოდ 81 წლის ასაკში გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი.
***
რისი თქმა მსურს!
საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა იყოს გამოცდილი ადამიანი; შეიძლება იგი ყველას არ უყვარდეს, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა უნდა აღიარებდეს მის დამსახურებებს და ამ დამსახურებების გამო პატივს უნდა სცემდნენ, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ხალხში და თავისი ბიოგრაფიიდან რაღაც უნდა ჰქონდეს მოსაყოლი თანამემამულეებისათვის.
საპარლემენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოს მეთაურს რამდენიმე მთავარი ფუნქცია აქვს:
1. პრეზიდენტი არის კონსტიტუციის სულისკვეთების, მასში გაცხადებული პრინციპების დამცველი;
2. პრეზიდენტი არის გამაერთიანებელი ფიგურა, კომპრომისების მაძიებელი სხვადასხვა ჯგუფებს შორის, არბიტრი (ფოსფორისფერი “ნაკიტკა” რომ აცვია, იმ არბიტრს არ ვგულისხმობ), მომლაპარაკებელი.
3. პრეზიდენტს აქვს “სიტყვის ძალაუფლება”, თავისი გამოსვლებით, აქცენტებით ის იცავს ან ქმნის სხვადასხვა ღირებულებათა სისტემას, პოლიტიკურ კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მეხსიერების პოლიტიკას განსაზღვრავს და ა.შ.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება ქართველი ხალხის მუცელში წიხლის ჩარტყმა!
გადაჭარბების გარეშე ვამბობ!
დიპლომი არც ილიას ჰქონდა და არც ნოე ჟორდანიას, სამაგიეროდ კალაძეს აქვს. დიპლომში კი არ არის საქმე! პრობლემა ის არის, რომ ამ კაცს არსად, არასდროს არ გამოუვლენია, რომ “თხა და გიგო” მაინც აქვს წაკითხული.
არცერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია. ყოველთვის იყო ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის (ბიძინა ივანიშვილისაც კი არა) ქოფაკი … როცა მოუშვებდნენ საბელს ყეფდა, როცა მოუჭერდნენ ჩუმდებოდა…
მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი იყო პარლამენტის ტრიბუნიდან დედის ტრა***ის გინება.
მიხეილ ყაველაშვილზე უკეთეს 100 ქართველ ფეხბურთელს ჩამოგითვლით დაუფიქრებლად… საფეხბურთო თვალსაზრისითაც საშუალოზე დაბალი რანგის სპორტსმენი გახლდათ! ყველა პირუთვნელი გულშემატკივარი ამას გეტყვით!
მაშ, რაშია საქმე?
მოდით გითარგმნით ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს. ოლიგარქი გეუბნებათ:
ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ ხართ არარაობები!
არაფერი გაქვთ საერთო თქვენს წარსულთან, მეფეებთან, თერგდალეულებთან, პირველ რესპუბლიკასთან, თხუთმეტსაუკუნოვან ლიტერატურასთან…
იმდენად ბეჩავები ხართ, იმდენად უძლურები ხართ, შემიძლია ნებისმიერ დროს დაგამციროთ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თქვენ კი ვერაფერს გამიბედავთ, თავსაც ვერ დაიცავთ…
რასაც მინდა, იმას ვაკეთებ! ღირსი ხართ, რომ დაგამციროთ, სულში ჩაგაფურთხოთ!
ჩემი საკუთრება ხართ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved