• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავისი საქმე არაა… თავის თავს მიხედონ… დიდი ეჭვია, საიდან გამოუჩნდათ მილიონები…” – “ნაცების რიტუალები” და “ოცნების სისულელე”

ალია ავტორი - ალია
14:28 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:

რაც შეეხება მანდატების საკითხს – ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება, ეს ერთი, მეორე – ამას ჩვენ როგორი ფორმით გავაკეთებთ, ეს არავისი საქმე არ არის. ჩვენ არ ვექვემდებარებით წნეხს არც ნაცებისგან, არც ოცნებისგან, რისი მცდელობებიც დღეს ერთი მხრიდანაც არის და მეორე მხრიდანაც, ვურჩევდი თავის საქმეს მიხედონ. 

მე ძალიან კარგად მახსოვს და არ მინდა გავახსენო 2020 წლის არჩევნები და მე მაშინ, სხვა მხრიდან უყურებდი ამ ამბავს. ძალიან კარგად მახსოვს ის ხალხი, რომელიც იფიცებოდა, მანდატები ჩახსნა და მერე მშვენივრად შეცუნცულდნენ. თავის თავს მიხედოს ყველამ. 

ჩვენი პრაგმატული პოზიცია რაშია – ჩვენ არ ვექვემდარებით არც ნაციონალებს წნეხს და არც ოცნებას ჩავუგდებთ ხელში ბერკეტს საბოლოო ჯამში თავისი კენჭისყრით გადაწყვიტოს, როცა მოუნდება მაშინ, მომიხსნის ამ მანდატს თუ არ მომიხსნის. რატომ უნდა გავხდე მოწყვლადი, ან ნაცების რაღაცა ჯგუფურ რიტუალებზე, ან ოცნებას რატომ ჩავუგდო ხელში წინასწარ ის ინსტრუნტი, რომლითაც უნდა გამოვიდეს და სისულელეები ილაპარაკოს.

რაც შეეხება დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაფინანსების ყველა გზა გადაგვიკეტეს… რატომ არ ეკითხებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების წინ მილიონები გამოუჩნდათ – ძალიან დიდი ეჭვი მაქვს საიდან გამოუჩნდათ მილიონები. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ლეგიტიმაციას არ მივცემთ პარლამენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსებასაც არ მივიღებთ, რა ფორმით გავაკეთებთ და როგორ, ეს არავისი საქმე არ არის, მით უმეტეს იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებმაც, სჯობს თავის თავს მიხედონ. 

“გახარიას პარტია მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ…” – პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved