• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოუმზადებლები არიან, როგორც 1941-ში… თუნდაც გაგიჟდეს და ფული არ მოგცეს, ვიპოვით” – სავარაუდოდ ლუკაშენკოსა და პრიგოჟინის ჩანაწერი

ალია ავტორი - ალია
03:45 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის 2023 წლის 24 ივნისის მოლაპარაკებებს ასახავს.

როდესაც პრიგოჟინმა საკუთარი არმიით აჯანყება წამოიწყო მოლაპარაკებებსა მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის ლუკაშენკო აწარმოებდა.

აუდიოჩანაწერი ტელეგრამ-არხ московская прачечная-ზე გავრცელდა. ვარაუდების მიხედვით, ეს არხი დაკავშირებულია რუსულ დაზვერვასთან.

ჩანაწერში ძირითადად, სავარაუდოდ, ალექსანდრ ლუკაშენკო საუბრობს.

“ჟენია, ესე იგი, მე მასთან ჯერ კიდევ არ მილაპარაკია. მისი მთელი გარემოცვა ყალყზე დგას. მე მთხოვენ, მეხვეწებიან, კიდევ ცოტაც მოიცადეთო. იცი ეს სიტუაცია.” – ამბობს პირი, რომელიც, შესაძლოა, ლუკაშენკო იყოს.

ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, ლუკაშენკოა, ამბობს, რომ შესაძლოა მისმა პრესსამსახურმა საზიანო განცხადება გააკეთა, ასევე ხაზს უსვამს, რომ პრიგოჟინის მკვლელობის მცდელობას შესაძლებელია დიდი სისხლისღვრა მოჰყოლოდა.

“ჩვენმა პრესსამსახურმა… შეიძლება ოდნავ საზიანო განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ დილით პრეზიდენტს ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაჭრელად და მე შევთავაზე, რომ ევგენი პრიგოჟინს მოველაპარაკები და ვეცდები შეთანხმებას და ა.შ. დიახ, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი და გამოვიმუშავეთ აბსოლუტურად მისაღები ვარიანტი ამ საკითხის უსისხლოდ გადასაჭრელად. ანუ, მე უკვე რუსული მხარის ოდნავ პროვოცირებას ვახდენ. შეიძლება მათ სხვა ვარიანტები გქონდეთ, გესმის? მაგალითად, პრიგოჟინის მოშორება, ყველაფერია შესაძლებელი.” – ამბობს, სავარაუდოდ, ლუკაშენკო.

“ჰო, მაგრამ პრიგოჟინის მოშორება იმდენ სიკვდილს გამოიწვევს, რომ ღმერთი ნუ გაუწყრებათ. ” – პასუხობს, სავარაუდოდ, თავად პრიგოჟინი.

“აი, ამაზეა საუბარი, ამაზეა საუბარი, რომ მოშორება შეიძლება, მაგრამ რამდენი ათეულობით ათასი ადამიანი მოკვდება? კი, შეიძლება რაღაცის გადაკეტვა, გადმოკეტვა, დახვედრა… კი მაგრამ, რას დახვდებიან, ეს ხომ… მინიმუმ როსგვარდია, მაქსიმუმ ვინმე სხვა იყოს. დანარჩენი მილიცია და მობილიზებულები არიან, ისინი ხომ მოუმზადებლები არიან. როგორც 1941-ში. ამიტომაც, ეისმანტი (რედ. ნატალია ეისმანტი – ლუკაშენკოს პრესმდივანი) 15 წუთში განცხადებას მოამზადებს პრესსამსახურისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პუტინი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს. მსურს, რომ თუ ამ სიტუაციაში უფრო მომგებიანი ვარიანტი იქნება, უბრალოდ ვიმოქმედოთ ჩვენი გეგმით: ჩამოხვალ ბელარუსში და განთავსდები პოლიგონებზე. მე ვიტყვი, რომ გვქონდა შეთანხმებები საბრძოლო კოორდინაციაზე, პუტინს კი საკუთარ უკმაყოფილებაზე ვეტყვი.” – ისმის, სავარაუდოდ, ლუკაშენკოს სიტყვები ჩანაწერში.

ამას გარდა, ჩანაწერში საუბარია პრიგოჟინისთვის ფულის გადახდაზე, რომელიც, მოსაუბრეების მიხედვით, ან თავად პუტინმა, ან პოლონელებმა უნდა გადაიხადონ, რათა კსკ ვაგნერი მათი საზღვრის მახლობლად არ გაჩერდეს:

– და იშოვით ფულს, რომ ხარჯები დაფაროს, არა? 

– მომისმინე, ამას გადავჭრით, თუნდაც გაგიჟდეს და ფული არ მოგცეს, ვიპოვით [გადაჭრის გზას]…

– პოლონელებს გადაახდევინონ, მათთან ღობე-ყორეს რომ არ ვედებოდეთ.

– ესეც შეიძლება. ამიტომ, ამაზე შევთანხმდებით, ეს პრობლემაა, მაგრამ დიდი არა. დანარჩენზე კი ვიმუშავებთ.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ “სამართლიანობის მარში” იყო.

ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრიგოჟინმა 24 ივნისის ღამეს როსტოვი დატოვა. აჯანყება დასრულდა. ვაგნერელები ბელარუსში გადავიდნენ.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში პრიგოჟინი რუსეთში ფრენებს აგრძელებდა.

ევგენი პრიგოჟინი 23 ივნისის აჯანყებიდან ორი თვის თავზე, 23 აგვისტოს მოკვდა, როცა მისი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი იყო. კსკ ვაგნერის დამფუძნებელთან ერთად მოკვდა დმიტრი უტკინიც, ზედმეტსახელად ვაგნერი, რომელიც ჯგუფის სამხედრო მეთაური იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved