• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზვიადისტების ოჯახიდან ვიყავი, KGB დამდევდა და ჩემი დეკანი გივი ინწკირველი მიცავდა ბოლომდე” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:40 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,648

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა:

“ჩარაზული უნივერსიტეტის კარი მახსოვს. პატარა ვიყავი და საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა ამას. მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, რით დამთავრდა ეს ყველაფერი – საქართველოს დამოუკიდებლობით. 90-იანების დასაწყისში ასეთი რამე არ ხდებოდა. მე მაგალითად, ზვიადისტების ოჯახიდან ვიყავი. მაშინდელი KGB დამდევდა და ჩემი დეკანი გივი ინწკირველი, რომელიც ამ შენობაში იჯდა, მიცავდა ბოლომდე.

აი, ეს 21-ე საუკუნის ოციანი წლებია, ეს სამარცხვინო ერთკაციანი უნივერსიტეტის ხელისუფლება, ფსევდო მეცნიერი ჯაბა [სამუშია] უკეტავს სტუდენტებს კარებს. უნივერსიტეტიც სტუდენტებისაა და საქართველოც ახალგაზრდებისაა. აქედან არ გამოვა არაფერი. ესენიც შევლენ შიგნით და ჩვენც შევალთ ევროპაში. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ესე იქნება. ადრე თუ გვიან, მოუწევს ევროკავშირის კარის გაღებაც. და ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ ერთად, ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და მართლა გავიმარჯვეთ, ჩვენ წავიყვანთ საქართველოს ევროპაში იმიტომ, რომ უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღია იყოს ახალგაზრდებისთვის და საერთოდ ყველა კარი. მათ შორის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ეს ქვეყანა მათია, ჩვენ ვიქნებით წინა რიგებში, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად ვიქნებით, მაგრამ ჩვენთან ერთად, ჩვენი გამამხნევებელი და მთავარი მოტივატორი უნდა იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები პირველ რიგში. მართლა ეს არის ქვეყნის მომავალი, აბა ჩემთვის ხომ არ ვაკეთებ ამ ყველაფერს. რაღა დროის ჩემია. მე ამ ქვეყანაში ვიცხოვრებ. მინდა, რომ ეს ქვეყანა ბედნიერებას მანიჭებდეს, როგორც ჩემი სამშობლო, რომელიც წარმატებულია. მაგრამ ბედნიერებას უნდა ქმნიდნენ ეს ბავშვები. და ამათ რომ ახლა რომელიმე კარს უკეტავენ, თან საქართველოში, ესენი გაუღებენ რაიმე სხვა კარს, ან ევროპაში ან სხვაგან?! ესენი მარტო რუსეთის კარის გასაღებს ფლობენ. ყველა კარი ამ ახალგაზრდების წინაშე გაიღება. ყველა უკლებლივ, უნივერსიტეტისაც და ყველა დანარჩენიც. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ, დააკვირდით შემდეგ დღეებს. რაც არ უნდა დააჯამოს ცესკომ, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რაღაცას რომ დაჯღაბნიან ეს სინამდვილედ გადაიქცევა?! ტყუილად გგონიათ მეგობრებო. ჯღაბნეთ. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და განახებთ ვინ ვის”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved