• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეეძლება მასიურად შეზღუდოს ადამიანთა უფლებები, ამ კანონს ხმას არ მივცემ…”

ალია ავტორი - ალია
17:07 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა:

„კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია და მას შეუძლია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ადამიანის უფლებები შეზღუდოს. ეს ინიციატივა არის ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასუსტებს პარლამენტს, როგორც მთავარ ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობის პირობებში, ეს არის პარლამენტის როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ.

დაუშვებლად მიმაჩნია, დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. ორ სამუშაო დღეში უნდა მიიღოს პარლამენტმა ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ეხება მათი უფლებების შეზღუდვის საკითხს.

ასეთი დაჩქარებული განხილვა დაუშვებელია და არ შეიძლება, დისკუსიის, მსჯელობის და კარგად გააზრების გარეშე, ასეთი კანონის მიღება. არასდროს მახსენდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას არ იხილავდეს იურიდიული და ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტი. ეს ძალიან ცუდ სურათს ქმნის.

ეს პროექტი არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს და არავითარ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, რატომ აძლევს პარლამენტი მთავრობას უფლებას, საგანგებო მდგომარების გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები. რა უშლის პარლამენტს ხელს შეიკრიბოს მაშინ, თუ ამის საჭიროება იქნება? ეს კანონპროექტი ამობს, რომ მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა იმისთვის, რომ შეზღუდოს ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგლება, შეკრების უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. რაც ზრდის თვითნებობის და ადამიანის უფლების მასიური დარღვევის რისკს.

ამას რომ პარლამენტის წევრები თავად აკეთებენ, რომ საკუთარ პარლამენტს ასე ასუსტებენ და აძლევენ მთავრობას უფლებას, რომ არასაგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა და ამის დაკანონება უნდათ ორ დღეში, გაუაზრებლად, ისე, რომ არცერთი იურისტი არ მონაწილეობს ამ კანონპროექტის ინიცირების პროცესში, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ და არა – დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ამიტომ, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ, რას უნდა მისცენ ხმა. გაიაზრონ, რამდენად საფრთხისშემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში“

შეგახსენებთ,  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, პრემიერს შეეძლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და დააწესოს შეზღუდვები, შეზღუდოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ისე, რომ არც დასჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მას ექნება ყველა ის უფლება, რაც პრემიერს მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved