• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის სამართლებრივი მექანიზმებით შეფერხების ორი გზა – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
18:04 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,490

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

🗳️ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის სამართლებრივი მექანიზმებით შეფერხება შესაძლებელია.

ლაპარაკია შეფერხებაზე და არა კოლაფსზე. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს, თორემ ის მარტივად შეძლებდა არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას. მაგრამ ამ ვითარებაში მინიმუმ ის მაინც შეიძლება, რომ პროცედურული ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენოთ (თუ ასეთ ბრძოლას ვინმე აპირებს). და გამოვიყენოთ პრინციპული თვალსაზრისით სწორად, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დემოკრატიას თავად ჩვენვე არ შევუქნათ საფრთხე.

როგორ?

ნაბიჯი 1️⃣

ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 3 დღეში 30 დეპუტატს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება.
რა უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში? ყველანი თვალს ადევნებდით საიას სარჩელს არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ დააკმაყოფილეს სააპელაციო სასამართლოებმა. მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ საარჩევნო კანომდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა უარყვეს საიას სარჩელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს (ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა). მნიშვნელოვანია, რომ ის ნორმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო, ამავდროულად არის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, უფრო კონკრეტულად ელექტრონული ხმის მიცემისა და მისი ფარულობის უზრუნველმყოფი ნორმები.
შედეგად მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს:
🔴 ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა;
🔴 ჩატარებული არჩევნების შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა, რადგან სადავო ნორმებმა და მისმა საერთო სასამართლოსეულმა განმარტებამ არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნებზე და მათი არარსებობის შემთხვევაში დადგებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი (ანუ არჩევნები ბათილად იქნებოდა ცნობილი და ჩატარდებოდა ხელახალი არჩევნები).

ნაბიჯი 2️⃣

პარლამენტის რეგლამენტით ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობის პროცედურებია დადგენილი. პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ.
სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. იმისთვის, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს, საჭიროა ამ სიაში 100 პირი მაინც იყოს. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.

🖍️ვადები და შეჯამება

ცესკო ვალდებულია არჩევნები შეაჯამოს კენჭისყრის დღიდან 26-ე დღეს. ეს თარიღი 21 ნოემბერს იწურება. პარლამენტი კი შეიკრიბება შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში (თუ პრეზიდენტმა არ მოიწვია პარლამენტის სხდომა – ეს 1 დეკემბერია).
სარჩელი მაქსიმუმ 24 ნოემბერს შეიძლება შევიდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved