• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც ამის არ გჯერავთ, ყველანი რუსები ხართ!” – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
14:34 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

ყოფილი პარლამენტარი, სოსო მანჯავიძე:

მოკლედ, არ წყდება რეზონანსული შიზოფრენია არჩევნებთან დაკავშირებით.
ჯერ ხომ სინამდვილეში ყველამ მოიგო, მაგრამ გაუყალბეს.
ამ გაყალბების მექანიზმების სულ ახალ და გენიალურ ახსნებს გვთავაზობენ.
ასე მაგალითად,
ოცნებას თურმე დაუტრენინგებია დაახლოებით 3000 პარანორმალური თვისებების მქონე ექსტრასენსი, რომლებიც დაჟინებული მზერით ხვდებოდნენ ამომრჩეველს და აჰიპნოზებდნენ მას, რომ ხმა ოცნებისთვის მიეცა, ხოლო შემდეგ ამავე დაჟინებული მზერით ასკანერებდნენ კონვერტის შიგნით არსებულ ბიულეტენს და აღრიცხავდნენ, თუ ვის მისცა ხმა ამ ბედკრულმა ამომრჩეველმა.
საარჩევნო უბნამდე ამომრჩევლებს აცილებდნენ ოცნების სასტიკი და შეუბრალებელი სპეცჯგუფები, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუ ექსტრასენსის მიერ ტელეპატიურად ეცნობებოდათ, რომ ამომრჩეველმა ხმა სხვას მისცა ამ უკანასკნელს სასტიკად უსწორდებოდნენ.
ცხადია, რომ ზემოთაღნიშნული ჰიპნოტიზიორები უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ისე ნუსხავდნენ, რომ ეს უკანასკნელნი სომნაბულურ მდგომარეობაში მყოფნი აწერდნენ ხელს შემაჯამებელ ოქმებს.
ეს ჰიპნოზი ზუსტად 5 დღე გრძელდებოდა, რის შემდეგაც დაიწყო კიდეც მხილების პროცესი.
კერძოდ, აღმოაჩინეს, რომ კონვერტი ფარულობას არ უზრუნველყოფდა და ამით შეშინებული ამომრჩევლები სულ შვლის ნუკრებივით ტიროდნენ და ისეთი ცრემლდენით აძლევდნენ ხმას ოცნებას, რომ ბევრი ბიულეტენი დასველდა და ამის გამო მელანმა გაჟონა.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ როგორ მხეცურად ართმევდნენ ტრედივით უმანკო და კრავივით უმწეო ნაცებს პირადობის მოწმობებს ისე, რომ ერთმაც არ იჩივლა, იმდენად თვინიერნი არიან.
მაგრამ ეს ყველაფერი გაფერმკრთალდა ქართული პოლიტიკის პატრიარქის, შალვა ნათელაშვილის სენსაციური განცხადების შემდეგ.
ბატონმა შალვამ ჩვეული რიხით ამხილა შეთქმულება რუს ოლიგარქსა და ,,ეროვნულ ბაღლინჯოს” შორის.
კერძოდ, თურმე ელექტრონულ მანქანებში შედეგები წინასწარ იყო შეყვანილი და ეს შეთქმულება ნათელის, ანუ მისი, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ სენსაციურ მხილებას ერთი ნაკლი აქვს-საქმე ისაა, რომ ბიულეტენები ხელითაც ითვლებოდა.
მაგრამ ამას ჰიპნოტიზიორი ექსტრასენსებისა და ოცნების ზონდერჯგუფების ამბავი ხსნის,
ამ სრულიად აშკარა ფაქტებზე და მეცნიერულ ლოგიკაზე დაფუძნებული ვერსიების ურთიერთშეჯერებით ნათელი ხდება, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.
თანაც იგივე აზრზეა ისეთი ზნეობრივი კამერტონი, როგორიც არის მიხაელ როთი.
ვისაც ამის არ გჯერავთ, ყველანი რუსები ხართ!
არა რუსულ ჰიპნოტიზიორებს!
არა რუსულ ელექტრონულ მანქანებს!
არა რუსულ ლოგიკას!
არა შინაარსში შესვლას!
ძირს პუწინი!
აპრუწუწუნ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved