• რეკლამა
  • კონტაქტი
10:42, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის საჭირო ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად? – “ივანაშვილსა და მის გუნდს პასუხი უნდა მოეთხოვოს” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:29 11-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
933

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

რა არის საჭირო ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად?
1. ხელახალი არჩევნები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ ახერხებს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიღებას.
2. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა დონის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სავარაუდოდ, ცესკო რამდენიმე დღეში დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს.
სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა ძნელი არ უნდა იყოს, ყველამ ვნახეთ, როგორ გათელეს სააპელაციო სასამართლოებმა თეთრიწყაროს პრეცენდენტი! ამ ქვეყანაში სასამართლო აკეთებს იმას, რასაც ოლიგარქი უბრძანებს.
3. ხელახალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე დაინიშნა. აჯანყებულებმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ჩაშალეს, მოხდა “ვარდების რევოლუცია”… რევოლუციის მცდელობა საშინლად შეიძლება დასრულდეს მთელი ქვეყნისთვის!
თუ პირველი სხდომა შედგა და დეპუტატებმა სცნეს ერთმანეთის უფლებამოსილება ხელახალი არჩევნები ვეღარ დაინიშნება… ამის შემდეგ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი.
რა არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად?
1. პარლამენტმა (75-ზე მეტმა დეპუტატმა) უნდობლობა უნდა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრს!
რა აიძულებს ახალი მოწვევის პარლამენტის 75-ზე მეტ დეპუტატს (ნინო წილოსანებს და სოზარია სუბარიებს) პულტთან მისვლას და ვადამდელი არჩევნებისთვის ხმის მიცემას?
არნახული წნეხი!
რა არის საჭირო არნახული წნეხისთვის?
✅️ პერმანენტული მშვიდობიანი საპროტესტო აქციები;
✅️ სრული და ურღვევი საპარლამენტო ბოიკოტი (არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია) ან ინტენსიური, თანმიმდევრული ბრძოლა საპარლამენტო ბარიკადებთან, ზვიადის დარბაზში.
✅️ საერთაშორისო იზოლაციის გახანგრძლივება. არავინ არაფერი არ უნდა მიულოცოს ამათ, არსად არ უნდა დაპატიჟონ, წყალი არ უნდა დაალევინონ დუბაის გარდა არსად…
✅️ EU-ის მიერ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება მთავრობის წინააღმდეგ.
✅️ უმძიმესი პერსონალური სანქციები მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. რომელიმე ოლიგარქის შვილი ორაგულიანი სენდვიჩის საყიდლად რომ შევა ბოსტონის “ანტრეში”, საბანკო ტერმინალმა უნდა დაიწრიპინოს.
✅️ უკრაინის ომის შემდეგ იმგვარი კონიუნქტურის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის გავლენას შეინარჩუნებს აშშ, აშშ და თურქეთი კი რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგებიან!
რამდენ ხანი იქნება საჭირო წნეხის განხორციელება?
ძალიან დიდ ხანს!
ერთი სიტყვით, თუ გვინდა, რომ კენჭისყრის დროს ფარულობის დარღვევისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვოს, სამართალდამცავებისა და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელთა საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის, სოციალურად დაუცველთა, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერთა, სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით მოსარგებლეთა თავისუფალ ნებაზე უკანონო ზემოქმედებისთვის, არჩევნების იდეაზე დაფურთხებისთვის ბიძინა ივანაშვილსა და მის გუნდს პასუხი მოეთხოვოს, ხანგრძლივი და მომქანცველი ბრძოლა გველის წინ!
ერთ დღეში და ერთ თვეში საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტა თითქმის წარმოუდგენელია. გავუსწოროთ თვალი სიმართლეს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved