• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცესკომ არჩევნების წინა დღეს მარკერები ჩაანაცვლა” – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:47 11-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება – ამ წუთებში სასამართლო საიას და ოპოზიციის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომელიც ცესკოსოგან მარკერის ჩაბარების ხელშეკრულების წარდგენას ეხება.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გაწერილი მარკერის ტიპი განსხვავდება იმ მარკერისგან, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე დახვდათ. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, მარკერი ბრენდირებული არ იყო. არადა, სასწავლო კურსის დროს ცესკოს წარმომადგენლებს სასწავლო ცენტრებში “სმარტმატიკის” ბრენდის მარკერები მიჰქონდათ.

“ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები, – თქვა “ერთობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

მარკერის ტიპის შეცვლაზე ამახვილებს ყურადღებას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაიაც.

დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრებთ ყველაფერზე. აუდიტის დასკვნებზე, „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების სტანდარტების დარღვევაზე მარკერებთან დაკავშირებით, რომელიც „სმარტმატიკის“ ბრენდირებით უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არჩევნების დღეს სხვა სტანდარტის მარკერი იყო, რომელიც ტოვებდა ლაქას მეორე მხარეს. მოწმეების დაკითხვასთან დაკავშრებით, რომლებმაც განსხვავებული აზრი დაწერეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, ექსპერტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაასაბუთებენ იმას, რომ ვერიფიკაციის აპარატები, ტექნიკა არ იყო იმ სტანდარტის, როგორიც უნდა ყოფილიყო. კომპლექსურად, სხვა დარღვევებთან ერთად, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, – ამბობს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სარჩელებს განიხილავს.

მოსამართლემ უარი უკვე ორ შუამდგომლობაზე თქვა. საქმე ეხება “ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობას, რომელიც ცესკოს დადგენილების არაკანონიერად ცნობას ითხოვდა და რომელიც ბიულეტენის ზომას და ჩარჩო კონვერტს ეხებოდა.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ არც საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც მათი საქმის ცალკე საქმედ გამოყოფას ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დავა განსხვავებულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved