• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წულუკიანის პიარის სამსახურმა პიარის სამსახური დაიქირავა? – 181 000 სარეკლამო პოსტების დაწერაში

ალია ავტორი - ალია
13:56 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება:

„იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოაცხადებულ იქნა ტენდერი, რომლის ტექნიკური დავალება მოიცავს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების ერთობლივ სახელმწიფო შესყიდვას. კერძოდ: ისეთ სოციალურ ქსელში, გვერდების მართვას და რეკლამის განთავსებას, სადაც საქართველოს მოსახლეობის 1 800 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია (facebook). ასევე, კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულებაა, შეიმუშაოს სწორი სტრატეგია, მოახდინოს ინფორმაციის გაანალიზება და უზრუნველყოს პოსტების სტრატეგიულად დაგეგმვა; ვინაიდან, შეიქმნას აქტიური მომხმარებლების ერთობლიობა კამპანიის ფარგლებში, მოახდინოს ახალი ტრენდების ანალიზი და კამპანიაზე მორგება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, თითოეულ გვერდზე ყოველ კვირეულად უნდა განათავსოს 2- დან 5-მდე პოსტი, ხოლო რეკლამა ყოველდღიურად და ა.შ დასაწყისშივე ნათელია, რომ ადგილი აქვს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ფლანგვას, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც ქვეყანა იმყოფება ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი არა თუ მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს, არამედ სოცალურად დაუცველია. ყოველივე ზემოხსენებულ გარემოებას, თან ერთვის მსოფლიო პანდემია, რომელმაც ფაქტიურად ჩამოშალა საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.

ცალკე შესწავლას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „დი დი ბი ჯორჯიამ“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ პარტია “ქართული ოცნების” გულუხვი შემომწირველი ბიზნესმენი დავით ჯაში. დ. ჯაშის მხრიდან “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 60 000 ლარი შეემატა შემოწირულობის სახით, ხოლო მის მიერ სატენდერო ვალდებულების შესრულება 181 124.00 ლარაით განისაზღვრა.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ ისუტიციის სამინისტროს ქმედება ყოვლად უპასუხისმგებლოა და მას არანაირი გამართლება არ გააჩნია, სიტუაციას კი უფრო ამძიმებს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, მიგვაჩნია რომ უნდა აიკძალოს სახელმწიფო უწყებების მიერ ნებისმიერი სარეკლამო (და კიდევ ბევრი სხვა) ხარჯების გაწევა, ხოლო გამონთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს იმ ეკონომიკურ პროექტებსა და მიმართულებებს რაც გააუმჯობესებს ჩვენს ხვალინდელ ყოფას (სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების გაზრდა, ტურიზმი და ა.შ)“

“ალია” – შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტრომ დაითხოვა პენიტენციური სისტემიდან არაერთი ექიმი და ექთანი, პარალელურად კი იყიდა ძვირადღირებული ავეჯი და საყვავილეები, თითო 400 ლარად.

ასევე, შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ცალკე ჰყავს პიარის სამსახური, რომელიც უმეტესად ჩვენს ზარებს არ პასუხობს (პენიტენციური სამსახური საერთოდ არ პასუხობს ჩვენ ზარებს) – თუმცა, ხელფასი ერიცხებათ, ხოდა, ბოდიში მაგრამ, იქნება და პოსტი მაინც დაგეწერათ? და პოსტი დასაწერად მაინც არ დაგექირავებიათ ცალკე კომპანია? ამდენი მოადგილე, მოადგილის მოადგილე, მისი მოადგილე და მოადგილე გყავთ, პიარის სამსახური გაქვთ – დღეში 2-დან 5 პოსტამდეც თუ ვერ დაწერთ – რაში გიხდით ხელფასს?

ეჰ, იუსტიციის პიარის სამსახურმა, პიარის სამსახური დაიქირავა – მშვენიერია, მინისტრო.

რა გამოდის, წულუკიანი საარჩევნოდ ბიუჯეტის ფულით რეკლამდება? არჩევნები მოდის, ქალბატონო თეა? მეგონა პარტიას უნდა გადაეხადა მისი სახეების რეკლამის ფული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved