• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოდი, თქვი სიმართლე!” – რისი მიღება სურდა რუსეთს საქართველოს არჩევნებიდან – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
15:52 11-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
569

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. თეონა აქუბარდია, ბრიფინგზე ამბობს, რომ რუსეთმა უკმაყოფილე გამოთქვა იმით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და შესაბამისად, ქვეყანა გააგრძელებს “კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით.” თეონა აქუბარდია იმასაც ამბობს, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლების ამოღების გარეშეც ახერხებს ხელისუფლება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შეწყვეტას, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუცია შეცვლილიყო ამ კუთხით და ქვეყანა დეკლარირებულად დარჩენილიყო დასავლეთის დახმარების გარეშე, ისტორიულ მტერთან პირისპირ მარტო. 

გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, არჩევნებიდან 1 კვირაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ჩვენს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ.

ციტატა განცხადებიდან: „ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში “მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, ასევე რეგულარუდად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა  უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში  გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა.

რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირებაც, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  რუსეთის ამოცანას-დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი.

მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე, ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved