• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმა 100 ლარად, ოჯახი – 200 ლარად, მესაზღვრე – 200 ლარად – ფული, “კარუსელი” და ჩამორთმეული პირადობები – მედია

ალია ავტორი - ალია
21:43 11-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
480

ტვ პირველის ცნობით, სოფელ ასპარაში, სადაც “ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 92% მისცა, თითქმის არავინ ცხოვრობს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში სულ 27 კაცი მონაწილეობადა, აქედან 25 ხმა “ქართული ოცნებას” მისცა, თუმცა, ჟურნალისტის ინფორმაციუთ, არა თუ 25 არამედ 5 ადამიანიც კი ვერ იპოვა, ვინც სოფელში იქნებოდა.

ნინოწმინდის 30 უბანს რაც შეეხება, მწყემსი “შაბათის ეთერს” უყვება,  რომ არჩევნების დღეს რეგისტრირებული  ამომრჩევლები, რომლებიც დიდი ხანია, სომხეთში ცხოვრებენ, არჩევნების დღეს, მიკროავტობუსით მიიყვანეს, რამდენიმე კაცმა კი ხმა ყველას ნაცვლად მისცა.

ნინოწმინდა “ქართულმა ოცნებამ” ხმების 88 % მიიღო. იმაზე მეტი ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. იგივე სურათა ახალქალაქის სოფელ ზემო სამსარში, სადაც არჩევნებზე წესით 191 მოქალაქე უნდა მისულიყო, აქედან 94%-ს ხმა “ქართული ოცნებისთვის” უნდა მიეცა.

“შაბათის ეთერმა” იპოვა ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებზე არ მისულა, ამბობენ, რომ პასპორტი გამგებელმა წაიღო, სავარაუდოდ, სწორედ ასე მიიღო დაცლილ სოფელში 180 ხმა “ქართულმა ოცნებამ”.  

“ტვ პირველის” ჟურნალისტების ცნობით, იმის გამო, რომ ხალხი დაშინებულია და კამერების წინ არაფერს ამბობს, “შაბათის ეთერმა”  გადაღება ფარულად აწარმოა, მოქალაქეებს ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ “ქართულ ოცნებიდან” ამოწმებდნენ ნამდვილად მიიღეს, თუ არა ფული ხმების სანაცვლოდ. აქ არა ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ პასპორტის გადაცმის სანაცვლოდ 100 ლარი გადაუხადეს. 

მოქალაქე, არმენ ოგანეზიანის  მაგალითით, დიდი სამსარის გამგებელი მაღალმთიან რეგიონში დარჩენილ ამომრჩევლებს 100 ან 150 ლარს ურიგებდა იმისათვის რომ ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ. მოქალაქეების მონაყოლის თანახმად, წინასწარ ჰქონდათ ჩამორთმეული ადგილობრივების პასპორტები და ხმას მათ ნაცვლად კომისიის წევრები აძლევდნენ.

სოფელი თირკნაში საარჩევნო უბანზე  61 ამომრჩეველი მივიდა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა “ქართულ ოცნებას” მიცა. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, დგინდება, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამგებელმა მთელი სოფელი ოჯახ-ოჯახ დაიარა და ქართული ოცნებისათვის ხმის მიცემის ნაცვლად ადგილობრივებს 100 – 100 ლარი დაურიგა. 

ყვებიან, რომ ვინც ამ სოფელში რეგისტრირებული არჩევნებზე არ ჩასულა. პირადი ნომრები ან პასპორტები აქ დარჩენილებს გამოუგზავნეს, მათ კი ეს ას ას ლარში გადაცვალეს. 

ირკვევა ისიც, რომ სოფლიდან სხვა სოფლებში საცხოვრებლად გადასული კომისიის წევრი, რეგისტრატორი ელენა დროის სიზუსტით იხსენებს რომელ საათზე და რამდენი ბიულეტენი ჩააყრევინეს თანასოფლელების ნაცვლად.

სურიკ კირაგოსიანი 30-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა.  ბატონი სურიკა, რომელსაც “შაბათის ეთერი” “ქართული ოცების” შტაბიდან, სიების გადასამომწბერლად ჩასული კოორდინატორი ეგონათ, ჰყვება, როგორ აძლვდნენ ხმას სხვების ნაცვლად.

სოფელი იხტილადან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნილი ოქმებით დგინდება, რომ  გადამწყვეტ არჩევნებზე, 2021 წელთან შედარებით 160 ადამიანით მეტი მივიდა.  სერგეი აფგარიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორმა ნათესავის ხელით არჩევნების წინა დღეს 150 ლარი გაუგზავნა. 

საზღვრისპირა სოფელ სამებაშიც, ნინოწმინდის მეთხუთმეტე საარჩევნო უბანშიც,   ანალოგიური ვითარებაა.  საზღვრისპირა სოფელში, სადაც სპეციალური სიებით მესაზღვრეებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 2021 წლის არჩევნებთან შედარებით “ქართულმა ოცნებამ” აქ თითქმის ორჯერ მეტი ხმა აიღო. ადგილობრივების თქმით, აქ თითო ხმა 200 ლარად იყიდებოდა. 

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved