• რეკლამა
  • კონტაქტი
15:24, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფარულობის დარღვევა საკმარისი პირობაა არჩევნების ბათილად გამოსაცხადებლად” – ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
13:26 11-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

“ახლა უმნიშვნელოვანესია ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლა, იქნება ეს დავები საოლქო კომისიებში თუ პროცესები სასამართლოში“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაც და საერთაშორისო პარტნიორებიც დაინახავენ, სრულ სურათს, თუ როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.

ხიდაშელის თქმით, ამ მტკიცებულებებით საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენებენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ფუნდამენტური უფლებები, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა და ამიტომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ არის.

“ფარულობის დარღვევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არის საკმარისი პირობა, რომ არჩევნები ბათილად გამოცხადდეს“, – ამბობს ხიდაშელი.

აუცილებელია, როგორი ფორმალურიც არ უნდა ეჩვენებინოს ვინმეს ეს პროცესი, გნებავთ საოლქო კომისიებში გასაჩივრების შემდეგ სასამართლოები,  ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი. რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს ჩვენს დავას, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლებრივად ძლიერნი. ამიტომ ყველა ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს და შეგროვდა, დამკვირვებლების მიერ, უნდა იყოს ფორმალიზებული, აღრიცხული და ოფიციალურ ინსტანციებში გავლილი. 

ეს აძლიერებს პროცესს და აძლევს ადამიანებს იმის რწმენას – ერთი არის საუბრები ამ ყველაფერზე, მაგრამ მეორე არის ჩვენი მოქალაქეები თვალს ადევნებენ იმას, როგორ იბრძვიან ყველა ხმის დასაცავად დამკვირვებლები.

ორი რამ არის მთავარი – ერთი, რომ მტკიცებულებების გამომზეურება ხდება და ყველას შეუძლია ნახოს და გაიგოს კიდევ უფრო მეტად და მეორე – მთელი საქართველო უყურებს, როგორ იბრძვიან დამკვირვებლები მათი ხმებისთვის და ეს აჩენს რწმენას, რომ ბრძოლა იქნება, აბსოლუტურად, უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება ცვლილებებით ჩვენს ქვეყანაში. თუ ვერ უზრუნველყოფ, რომ შენი არჩევანი ბიულეტენზე არ ჩანდეს, ეს არის ფარულობის დარღვევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არის საკმარისი პირობა, რომ არჩევნები ბათილად გამოცხადდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved