• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციონერებს ამ ყველაფრის წინასწარ გასათვლელად ტოპტვინები და დათო გამყრელიძეები არ სჭირდებოდათ” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:31 10-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,782

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლებას არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული ბერკეტები და პრივილეგიები, რათა ემოქმედა სოციალურად დაუცველთა, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა, სახელმწიფო სამედიცინო სერვისების მიმღებთა, პრობაციონერთა, პატიმრების ოჯახის წევრთა თავისუფალ საარჩევნო ნებაზე?
რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლებას მოქალაქეთა თავისუფალ საარჩევნო ნებაზე ზემოქმედებისთვის არ გამოუყენებია სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურები, პოლიცია, ორგანიზებული დანაშაული, მსხვილი მესაკუთრეები?
რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლების მომხრეებს ფული არ დაურიგებიათ, არ უცდიათ ადამიანების მოსყიდვა და დაშანტაჟება, არ გამოუყენებიათ მანიპულაციები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გამოყენებით, არ დაურღვევიათ ხმის მიცემის ფარულობა?
ერთ კარგ ნაცნობს ეს კითხვები რომ დავუსვი, მიპასუხა: მაგ მეთოდებს ყველა მთავრობა გამოიყენებს, იდიოტები ხომ არ არიანო!
აი, პოლიტიკური კულტურის დონე და ხარისხი ჩვენს ქვეყანაში: თუ საშუალება გაქვს მოსყიდვის, შეშინების, შევიწროვების, მოტყუების, უკან არ უნდა დაიხიო! წესიერი მეთოდებით არ უნდა იბრძოლო.
P.S. სხვა საკითხია, რომ ოპოზიციონერებს ამ ყველაფრის წინასწარ გასათვლელად ტოპტვინები და დათო გამყრელიძეები არ სჭირდებოდათ. გასაგებია, რომ დაფინანსების არმქონე ოპოზიციურ ძალებს აღნიშნული პრობლემების წინააღმდეგ მობილიზება გაუჭირდებოდათ, მაგრამ ხომ იყვნენ პარტიები, რომელთაც მილიონები დახარჯეს, თითქოს კომისიებშიც უნდა ჰყოლოდათ წევრები, ტელევიზიებს აკონტროლებენ და ა.შ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved