• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალმომარაგება, ელექტროენერგია, გაზიფიცირება – რა გამოწვევებს ებრძვის დღეს სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
16:45 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,265
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს, როცა სახალხო დამცველს, არჩევნების შედეგებზე და საარჩევნო პროცესებზე არგაკეთებული განცხადების გამო, არაერთი ადამიანი “ეძებს” და კითხულობს სადაა, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან.
✅ შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაუსვეს საკუთრების უფლების დაკანონებისა და მიწის რეგისტრაციის სირთულეებს, რაც ყველაზე მეტად ეკომიგრანტებს უქმნის პრობლემებს და მუნიციპალიტეტში მათი შემდგომი პერსპექტივების განსაზღვრას უშლის ხელს.
✅ უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, სრულფასოვანი განათლების მიღების, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობის საკითხები გამოიკვეთა.
✅ ისაუბრეს ასევე, ბილინგვური სწავლების მეთოდის საყოველთაო დანერგვის აუცილებლობაზე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ სასწავლო მიმართულებას სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია წარმოადგენს.
✅ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალთა ჩართულობის, კერძოდ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში მონაწილეობის მდგომარეობაზე.
? უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ხვდება სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას და პირადად მათგან ეცნობა მათ უფლებრივ მდგომარეობას, – წერს უწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved