• რეკლამა
  • კონტაქტი
08:09, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი ბუნკერიდან ვეღარასოდეს გამოძვრება და შალვაა ამ საქმის მთავარი გმირი”

ალია ავტორი - ალია
20:34 05-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

“შალვა ნათელაშვილის, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელმა ფოტომ მთელი სოციალური სივრცე მოიარა, განსაკუთრებულად გამძაფრებული ემოციებით ქოცები დაატარებენ და ამით ცდილობენ, ამერიკიდან მოსული ამბის გადაფარვას, რომ ტიკ-ტოკის მოცეკვავე მათი ლიდერი შეიძლება ბუნკერიდან ვეღარასოდეს გამოძვრეს. თან შალვა ნათელაშვილი რომაა ამ საქმის მთავარი გმირი – მან ჩაიტანა ივანიშვილის კრიმინალური დოსიე ოკეანის გაღმა, ეს ჰო იციან და ჩვეულად, უხერხემლოდ იყრიან მასზე ჯავრს. (ბიძინას მზეზე მლოცველ ნაცვლიშვილს გაფიცებთ.)
მოკლედ და გასაგებად ვიტყვი. ეს ფოტო ნიშნავს, რომ ძალა ერთობაშია, მათ შორის უსამართლობასთან ბრძოლისას, ამჯერად – ოლიგარქის ახირებულ უსამართლობასთან.
რატომ უსამართლობასთან და იმ ხალხთან, რომელსაც, როგორც წერთ, ადრე ვაგინებდით?
ვინ უარყოფს, რომ ამ ხალხს ( სხვებსაც) ხშირად ვიხსენებდით ისე, როგორც გახსოვთ?! მერე, თავად ბიძინას პროკურატურამ და სასამართლომ არ თქვა, ეგ ყველაფერი ტყუილიაო და არ გაამართლა? უგულავა ვადაზე ადრე მან არ გაათავისუფლა, ოქრუაშვილი საქართველოში მან არ დააბრუნა და მერე პოლიტპატიმრებადაც სოლოლაკელმა მზემ არ აქცია?! არ იყვნენ პოლიტპატიმრები? მაშინ რატომ გახდა ივანიშვილი იძულებული, სალომე პრეზიდენტის ხელით გაეთავისუფლებინა ისინი?!.
მოდით, შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს ,,ოცნებების დირექტორმა” არ მისცა ქვეყანაში დაბრუნების უფლება იმ ფიქრით, რომ ამის გამო მასზე სიცოცხლის ბოლომდე ილოცებდა? და რომ დაინახა ასე არ მოხდა, სწორედ მაგიტომ დაიჭირა. 20 ივნისს რომ პარლამენტში შეჭრა და გადატრიალება ხდებოდა, ეს ძალიან არასერიოზული თემაა, მაგრამ თუ ასე იყო, სახელმწიფო გადამტრიალებელი გაათავისუფლა პრეზიდენტმა? თან ისე, რომ შეწყალებაზე არც დაუწერია?!
გიგი უგულავა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დაიჭირა პირველად, აი, ის ცნობილი 50 მლნ-იანი საქმე თაროზე შემოდო. ვადამდე რომ გაათავისუფლა გიგი ბიძინიმ, ისიც გემახსოვრებათ, სავარაუდოდ, დიდი იმედებით, რომ ფეხქვეშ გაუგორდებოდა. არ მოისვენა უგულავამ და დაჭერით დასაჯა. დიახ, დასაჯა! კრიმინალურად, ოლიგარქიულად. ასეთებმა, ჰო, ასე იციან სამაგიეროს გადახდა!
ანუ, დაიჭირა ქვეყნის მმართველმა მაშინ, როცა თვითონ ჩათვალა საჭიროდ _ პირადი ანგარიშსწორებისთვის და იმედები რომ ვერ გაუმართლეს, სწორედ ამიტომ და მაგიტომაც გახდა იძულებული გაეთავისუფლებინა, პრეზიდენტის ხელით. არა? ეგ დემოკრატიულ მსოფლიოს უმტკიცეთ, აწი. აუცილებლად დაგიჯერებენ…
ჰოდა, ეგრეა! ფოტოზე აქცენტის გადატანით, ვერ შეცვლით თემას. ვოლსკის მრისხანე კომენტარები ვერ უშველის ბუნკერში ჩამძვრალ არქიფოს. მის საგმირო საქმებზე უკვე ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებაში მსჯელობენ და ამის მთავარი გმირი რომ შალვა ნათელაშვილია, ეგ გაწუხებთ, თორემ ეს ოპოზიციური ერთობა რომ დროებითია და ლეიბორისტები დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ცნობილია.
და ბოლოს, ყველა პრეტენზიით არქიფო ივანიშვილს მიმართეთ, რომლის გარეშეც მისი ოცნებების ასრულებულ ქვეყანაში, არაფერი ხდება, მათ შორის დაჭერა- გამოშვებები…თუ ოდესმე იპოვნით, რა თქმა უნდა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved