• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეუთო/ოდირი შუალედურ დასკვნაში მხოლოდ ერთ დადებით შეფასებას წერს – 10 უარყოფითს – პაპუნა ჯანელიძე

ალია ავტორი - ალია
13:52 10-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

საგარეო საქმეთა ყოფილი მონისტრი, პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ცესკო-ს მონაცემებითაც კი, თბილისში, სადაც თითქმის საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ქართულმა ოცნებამ მიიღო 42%, ანუ უმცირესობაშია.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა სისტემური დარღვევები და არ აღიარებენ შედეგებს.

ძირითადი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირი თავის შუალედურ დასკვნაში, რომელიც საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომზადდა, მხოლოდ ერთ დადებით შეფასებას წერს: “არჩევნების სამზადისი კარგად იყო ადმინისტრირებული მათ შორის განხორციელდა ამომრჩეველთა ინტენსიური ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.”

ხოლო 10 უარყოფითს. ის ამბობს შემდეგს:

1. მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა, კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაცის ფონზე ჩაიარა, რომელსაც ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება აზიანებდა;
2. საარჩევნო სუბიექტებს ზოგადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია მაშინ, როცა კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალა კიდევ უფრო აღრმავებდა განხეთქილებას;
3. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა;
4. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე;
5. საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით;
6. ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი და დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობებს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდიდა;
7. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში;
8. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა შეზღუდული აღსრულებითა და ზედამხედველი ორგანოს მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის კუთხით არსებული შეშფოთებით;
9. პოლიტიკურ პარტიათა სიებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე ნათელად წარმოაჩენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ადეკვატური ჩართულობის ინტენსიური ვალდებულების აღების საჭიროებას;
10. არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

ამასთან, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება ნაწილობრივ საარჩევნო პროცესის დარჩენილი ეტაპების, მათ შორის ხმების დათვლაზე, დაჯამებასა და შედეგების გამოცხადებაზე და, ასევე, არჩევნების დღის შემდეგ მოსალოდნელი საჩივრებისა და სარჩელების განხილვაზე იქნება დამოკიდებული.

ევროკავშირი და აშშ მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს სწრაფად და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ, ძალაუფლების შენარჩუნების გამო:

– ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში;
– გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები;
– დიდი საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ევროპული და დემოკრატიული განვითარების მომავალი.”

თეგები: პაპუნა ჯანელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved