• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კომისიის ის წევრებიც ქოცები არიან, ვინც ნაცია, გახარიაა, გვარამია თუ ლელოა” – რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე

ალია ავტორი - ალია
02:12 10-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
512

ანა ჭეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

26 ოქტომბრის დილას როცა ის საარჩევნო უბანი გაიხსნა,სადაც დამკვირვებელი ვიყავი, ნამდვილად, ვერ ვიფიქრებდი ისე დასრულდებოდა, როგორც დასრულდა, 27 ოქტომბრის დილას, როცა მოღალატეების და გამყიდველების ძახილით დავტოვე იქაურობა. ამით კი არ ვამაყობ, უბრალოდ, ამით იმის აღწერას ვცდილობ, როგორი საარჩევნო გარემო დაგვხვდა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს.
ფაქტები?

? მტრული გარემო უბნებზე. კომისიის წევრები პირადად, მე, არ მაძლევდნენ უფლებას გადამეღო რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე, ვგულისხმობ იმას რისი უფლებაც მქონდა. პირველ უბანზე კომისიის თავმჯდომარე დამემუქრა, თუ კიდევ ამოვიღებდი ტელეფონს ჯიბიდან, უბნიდან გამაგდებდა. ეს ხდებოდა სხვა უბნებზეც. მაგალითად, მეორე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ არ გადამაღებინა, ჩანაწერთა წიგნში შეტანილი გადასატანი ყუთის ლუქის ნომრები,რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ასევე, არ მომცა უფლება, გადამეღო სადავო ბათილი ბიულეტენები, უკვე ხელით გადათვლის დროს. იმ ბიულეტენებზეა ლაპარაკი რომელიც ბათილი იყო, მაგრამ უნდოდათ ნამდვილად გაესაღებინათ ქოცების სასარგებლოდ და რო არა, რამდენიმე დამკვირვებლის კატეგორიული წინააღმდეგობა, ასეც იზამდნენ. ისედაც, მოგებულ უბანზე, რამდენიმე ბიულეტენისთვის ხმის ჩახლეჩამდე გვაყვირებდნენ. როგორც ვახსენებდით, საჩივრის დაწერას, მაშინვე წამოგესეოდნენ და გეძახდნენ, ნაცს, მტერს და ა.შ.

?კომისიის წევრები. ეს არი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი. ყველა თანხმდებოდა იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა გაემარჯვა. კომისიის ყველა წევრი ქოცია, კომისიის ის წევრებიც ქოცები არიან, ვინც ნაცია, გახარიაა, გვარამია თუ ლელოა. ყველაზე კარგად ეს გამოჩნდა, ხმების გადათვლის პროცესში. როცა ცალსახად, ბათილი ბიულეტენები მაგალითად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, უნდოდა ნამდვილად ჩაეთვალა ოღონდ ქოცების სასარგებლოდ და ასე იქცეოდა უკლებლივ ყველა. ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ასეთი რაღაც მითხრა: “აქ ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, თქვენ არაფრის უფლება არ გაქვთო, ასე რო წიკვინს შეეშვითსანამ არ გაგაძევეთო”.
კომისიის წევრები არიან იმ უბნელები, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. ყველა უკლებლივ. ერთადერთი, ერთ უბანზე ერთი გორელი კაცი ყავდათ კომისიაში. გორიდაანა ვაარო იძახდა. ან რაში დაჭირდათ გორიდან კაცის ჩამოყვანა, ეგ ცალკე სალაპარაკოა.
კომისიის წევრებს განსაკუთრებით ეზიზღებათ, საია-ს, გამჭვირვალობის, სამართლიანი არჩევნების და ა.შ. დამკვირვებლები. როცა დარღვევას აღმოვაჩენდით, ხო, აბა, თქვენ რას იზამდით ახლა. ჩაიბურტყუნებდნენ. თითქმის ყველაფერზე გვხვდებოდა წინააღმდეგობა. უბნებს ყავდათ მაყურებლები, ქოცი დამკვირვებლების სახით, ქალებიც, კაცებიც. როგორ საკუთარ სახლში ისე გრძნობდნენ თავს უბანზე. ერთი სიტყვით, ქურდებად ისხდნენ. განსაკუთრებულად მომთხოვნი იყო, ერთი ქალი, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ნათესავია, ბათილი ბიულეტენები ჩათვალეთო ჯერ ქოცების სასარგებლოდ და ბოლოს, ბიულეტენები რომლებიც გაქრა, საერთოდ, არც შესულა მთვლელში, იმათი ოცნების ბალანსზე დაჯენასაც ითხოვდა. “მიათვალე, მიათვალე” – ასე მიმართავდა კომისიის თავმჯდომარეს.

?მარკირების ხსნარი, ლაზერი არ მუშაობდა. ფარსი. ტყუილი. მაგალითად, ერთ უბანზე დავაფიქსირე, როგორ სცადა, ქოცების დამკვირვებელმა, თავიდან მიეცა ხმა, ლაზერმა გაატარა, ხოლო ვერიფიკაციის აპარატმა უკან გამოაბრუნა. რადგამ ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. ხმა ვერ მისცა, რადგან იქვე ვიდექი, მაგრამ ფაქტი ასეთი იყო. ხმამიცემული ადამიანი, ლაზერმა გაატარა. რამ არ იმუშავა მარკირების ხსნარმა თუ ლაზერმა, ეგ გასარკვევია.

?ვერიფიკაციის აპარატები საშინალდ ჭედავდა და რეგისტრატორებს უმეტესად ამომრჩევლის რეგისტრაცია უწევდათ ხელით. ზოგჯერ არასწორად ხევდნენ ჩეკს და ამის გამო ამომრჩეველს უწევდა, განცხადების დაწერა და ვერიფიკაციის თავიდან გავლა.

?ფარულობის დარღვევა. ერთ უბანზე, ცესკოს ბეიჯიანი დამკვირვებელი, რომელიც რომელიღაც ფეიკ არასამთავრობის წარმოადგენდა, შეყვა კაბინაში მოხუც ქალს და ეუბნებოდა, თუ რა შემოეხაზა. მაშინვე გამოვიყვანე კაბინიდან და ის ხმა ბათილად ვაცნობინე კომისიას, ეს ქალი გავაძევეთ, ხოლო ამომრჩეველმა ხმა თავიდან მისცა. მე შევნიშნე და კომისიის წევრებმა ვერ შენიშნეს ბეიჯიანი ქალი რომ შეყვა, ამომრჩეველს კაბინაში? ოკ.
ყველა ბიულეტენი რომელიც შედიოდა მთვლელში იყო გარჩევადი, ფურცლის მეორე მხარეს კარგად ჩანდა ვინ გააფერადა ამომრჩეველმა. განსაკუთრებით, 41-ს ჰქონდა ისეთი სტრატეგიული
მდებარეობა ფურცელზე, რომ უკეთესი არ შეიძლება. რამდენჯერმე მივუთითე რეგისტრატორსაც და კომისიის თავმჯდომარესაც რომ ისე შეეცურებინათ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი მთვლელში, რომ ფარულობა არ დარღვეულიყო. ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ყველა უბანზე.

? კარუსელი. რადგან მე მობილურ ჯგუფში ვიყავი, და ერთ უბანზე არ ვიყავი მიმაგრებული, კარუსელის ფაქტი არ აღმომიჩენია, მაგრამ სხვა დამკვირვებლები მიყვებოდნენ, მაგალითად, როგორ მისცა ერთი და იგივე ადამიანმა ხმა სამჯერ, სხვადასხვა პირადობით. ძალიან ბევრი ადამიანი დავაფიქსირეთ, პასპორტით რომ აძლევდა ხმას. ასეთი არ იყო ცოტა, იყო ძალიან ბევრი.

⭕️ საერთო ჯამში ეს იყო რთულზე რთული დღე და ალბათ, ყველაზე აღვირახსნილი არჩევნები, რომელიც ოდესმე ჩაუტარებია ხელისუფლებას. სრულიად ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში, ნაომარი და ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ტირილი, ტირილი უსუსურობისგან, როცა ბევრი იბრძოლე, მაგრამ ბოროტება მაინც ვერ დაამარცხე, მილიონი შეურაცხყოფის, დაღლილობის, ნერვებდაგლეჯილობის და უდიდესი ზიზღის მიღების ფასად. ეს არ იყო არჩევნების დღე, ეს იყო მაფიის ღამე, სადაც გამარჯვებული ის გამოვიდა, ვინც მეტად ივირეშმაკა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved