• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეზღუდვების გაგრძელებას აპირებს მთავრობა? – საკანონმდებლო დიქტატურის ექსკლუზიური დეტალები!

ალია ავტორი - ალია
16:15 05-19-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“ალია” ექსკლუზიურად მოგაწვდით იმ კანონპროექტის დეტალებს, რომელი კანონპროექტიც პრემიერმა გახარიამ 15 მაისს დააანონსა და დღეს უკვე პარლამენტში შევიდა, კანონპროექტის ავტორები კი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

ყველაფერი კი 15 მაისს დაიწყო, როცა პრემიერმა თქვა, რომ 22 მაისს მოხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ უნდა დარჩეს გარკვეული შეზღუდვები, შესაბამისად – ჯარიმებიც, რადგან შეზღუდვის შეუსრულებლობა ჯარიმდება.

კანონპროექტის მიხედვით:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირს არა აქვს მოითხოვოს ფიზიკური დასწრება პროცესზე, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სხდომა დისტანციურად უნდა ჩატარდეს.

ყველა სხვა ცვლილება შედის ერთ კანონში – “კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ეს ცვლილებებია:

განსაზღვროს იზოლაციის წესი (ვინ, სად, როდის და რამდენი ხნით განათავსოს)

საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის,

პირთა მიმოსვლის,

საკუთრების,

შრომის,

პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის,

უკანონომიგრაციის/საერთაშორისო დაცვის,

ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას,

მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ე.ი. მთავრობა აპირებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ჰქონდეს საშუალება, შეზღუდოს მიმოსვლა, გადაადგილება, საკუთრების, შრომის უფლება, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება და არსად, კანონში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები, რომ ამის უფლებას, მხოლოდ კოვიდ 19-ის პერიოდში იტოვებს. მართალია, ამ ცვლილებების შეტანის მიზეზად ასახელებს კოვიდს, მაგრამ კანონში არსადაა მოხსენიებული კონკრეტულად ერთი ვირუსი…

გადამდებია გრიპიც…

უამრავი გადამდები დაავადება არსებობს და როგორც უკვე გვითხრეს, გრიპით მეტი ადამიანი იღუპება წლის მანძილზე – ამიტომ, დავრჩეთ სახლში…

მართალია, კონსტიტუციით ჩვენი უფლებები და თავისუფლება დაცულია, მაგრამ ასე ყველა დიქტატორს კარგი კონსტიტუცია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ასეთი ბრძანებულებებით ამყარებდა დიქტატურას.

კიდევ ერთი მთავარი – გამოიცანით ვინ განსაზღვრავს ამა თუ იმ წესის შემოღებას “ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით?” – მაგალითად, მიმოსვლის და შეკრების უფლების შეზღუდვას? – პრემიერი! ერთპიროვნულად მთავრობა და მისი მეთაური განსაზღვრავს ამ კანონპროექტის მიხედვით როდის რა შეგვიზღუდოს: “კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.”

პრემიერი თავის მხრივ გვეუბნება, რომ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებით ისარგებლებს, პრემიერს რომ დამოუკიდებელ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჰყავდეს მრჩევლად, კიდევ რაღაცის იმედი გექნებოდა. მაგრამ ორი მრჩეველი ჰყავს სულ, აქედან ერთი 1992 წლიდან სახელმწიფო სამსახურშია და მეორე 1995 წლიდანაა სახელმწიფო სამსახურში. როგორც კულუარებში საუბრობენ, ამირან გამყრელიძეს დეპუტატო შესთავაზეს და ბატონმა ამირანმა შვილის, ნიკოლოზის ჩასმა ურჩია “ოცნებას” სიაში, პარალელურად ნიკოლოზ გამყრელიძე, დიდი ოდენობით სესხს ითხოვს და არ დასრულდა სკანდალი მასა და ეროვნულ ბანკს შორის.

და ვისზე ხდება დამოკიდებული ჩვენი ბედი? სამ ადამიანზე? – გამყრელიძე, იმნაძე და პრემიერი? – მადლობა! ეს არ არის დემოკრატია. მეფესაც კი მეტი მრჩეველი ჰყავდა და ჰყავს!

ხელისუფლებას არჩევნებამდე 60 დღით ადრე შეეძლო მოეხსნა საგანგებო მგომარეობა, თუ არსებობს ამის საჭიროება, თუ არსებობს გადაადგილების, შრომის, შეკრების, საკუთრების, მეწამეობის შეზღუდვის საჭიროება შეეძლო დაეტოვებინა აგვისტომდე ისე, რომ არჩევნებს არ შექმნოდა საფრთხე და მოეხსნა შეზღუდვების ნაწილი, რომ ეკონომიკაც გადაერჩინა – მაგრამ ხელისუფლება გვეუბნება რომ ეს საჭიროება არ დგას, არ დგას საგანგებო მდგომარეობის საჭიროება – ამიტომ ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ პარალელურად ტოვებს იმ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს, რომლის საჭიროებაც არ დგას! მშვენიერი, აბა, არჩევნებამდე ერთი თვით, ორი კვირით ადრე რომ მოუნდეს ხალხს ქუჩაში გამოსვლა და რამის გაპროტესტება, რა ქნას საწყალმა ხელისუფლებამ?

რა მოსდის კონსტიტუციას? კონსტიტუციურ უფლებებს? – კონსტიტუციით არ გვეზღუდება უფლება და თავისუფლება, მაგრამ აგერ კანონით შეგვიზღუდავს – ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში? – კი, ბატონო, პროცესი წლობით გაგრძელდება, მანამდე ვირის პატრონი კი არა, ვირიც საძებნელი იქნება.

შეიძლებოდა თუ არა ერთ კანონში ამდენი ცვლილება შეეყარათ და ჯანმრთელობის შესახებ კანონით დაეწესებიათ ჩემთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვა? და მოვა თუ არა ეს კანონი ამ ცვლილებების გამო სხვა კანონებთან წინააღმდეგობაში? – რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ უპს, ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტების შესახებ კანონიც, რომლის მიხედვითაც ბოლოს შესული ცვლილებებით რეგულირდება სხვა კანონები, ასე რომ, მოვიდეს წინააღმდეგობაში, მეტი დარდი არ დარჩენია დიმიტრი ხუნდაძეს.

მოკლედ, ეს არის საკანონმდებლო დიქტატურა, მეტი არაფერი!

საგანგებო მდგომარეობასაც კი ვერ ადგენს პრემიერი ერთპიროვნულად, პრეზიდენტს და პარლამენტს უნდა მიმართოს – რატომ? – ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან მოქნილია პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დროს, ბევრის უფლება აქვს და პარლამენტს უნდა დაუმტკიცოს, რომ ამ უფლებების გამოყენების საფუძველი არსებობს.

საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე და ეს ძალიან ჰგავს იმას, ბიძინა ივანიშვილი ქაღალდზე რომ მოქალაქეა და სინამდვილეში ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი!

ახლა რა ხდება? პრემიერს არც პარლამენტის დამოწმება და დარწმუნება სჭირდება, არც პრეზიდენტის, არც ისეთი “უბედურებაა” საჭირო, მთლად საგანგებოს გამოცხადება რომ დასჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია შემიზღუდოს უფლებები, ამისათვის კი რამდენიმე ეპიდემიოლოგის რეკომენდაცია იქნება სულ რაღაც საკმარისი!

თუ ამ კანონს მიიღებს დღეს პარლამენტი – ეს იქნება იმის მაგალითი, როგორ აღმოვჩნდით საგანგებო მდგომარეობიდან დიქტატურაში!

გილოცავთ, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს იხსნება, პრემიერს კი შეზღუდვების დაწესების უფლება აწ და მარადის ეძლევა!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved