• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნორმალურ ძალებთან რომ გვქონდეს საქმე, “ოცნებისთვის” იდეალური სიტუაციაა” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:39 10-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,517

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ნორმალურ ძალებთან და ხალხთან რომ გვქონდეს საქმე, “ქართული ოცნებისთვის” იდეალური სიტუაციაა შექმნილი ქვეყანაში.
✅️ პარტია 12 წელია მართავს ქვეყანას, ყველას ყელში ამოუვიდა მათი ყურება, გაცვდნენ, კიდევ ერთი ვადა ბოლომდე შეიძლება ვერც მიიყვანონ, სულ ხმაურსა და გნიასში მოუწევთ ყოფნა, ამოსუნთქვა და შესვენება სჭირდებათ. მათ იმიჯსაც უშველიდა არეულობის გარეშე ხელისუფლების გადაცემა.
✅️ შეუძლიათ ოპოზიციაში გადავიდნენ, როგორც პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია და როგორც ერთადერთი ძალა ოპოზიციურ ველზე. თან თვითმმართველობებში, ბანკში, ბევრ ინსტიტუტში უდიდეს გავლენას შეინარჩუნებენ… დიდი-დიდი ერთი-ორი კაცი დაიჭირონ მათი შემადგენლობიდან და ისინიც წამებულთა შარავანდედით შეიმოსებიან.
✅️ ტექნიკური მთავრობის უკან იდგება ოთხი პატარა ბლოკი, ათზე მეტი პარტია, რომელთაც გული ერევათ ერთმანეთზე. მაშასადამე, ტექნიკური მთავრობის დაშლის შემდეგ უმყიფესი სიტუაცია შეიქმნება. დიდ და ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ექნება საშუალება ამ სიმყიფის ფონზე საკუთარი უპირატესობები წარმოაჩინოს…
❗️ევროპაში ასეთ შესაძლებლობაზე ოცნებობენ პარტიები, რომელთაც ზედიზედ ათი და მეტი წელი აქვთ გატარებული მთავრობაში. აი, მერკელის ეპოქის შემდეგ CDU-მ ცოტა ხნით ოპოზიციაში გადაინაცვლა და უკვე ემზადება ტრიუმფით უკან დასაბრუნებლად.
უბრალოდ, “ქართული ოცნების” შემთხვევაში საქმე გვაქვს შემდეგ პათოლოგიებთან:
?️ იმდენი ფული აქვთ ნახაპი, ისე გაძარცვეს ეს ქვეყანა, რომ ძალაუფლების მისხლის დათმობაც კი პანიკაში აგდებთ.
?️ პარტიის წევრებს ერთამენთთან მხოლოდ ძალაუფლების სათავეში ყოფნა აერთიანებთ. ისე კი ეზიზღებათ და სძულთ ერთმანეთი, ძალაუფლების გარეშე მეორე დღესვე ვირთაგვებივით დაჭამენ ერთამენთს და ზურგში დანებს ჩასცემენ გუშინდელ მეგობრებს.
?️ ტექნიკური მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების აღდგენა, “ქართული ქარტიის” პირობების შესრულება ყველა პარტიას უკარგავს შანსს, რომ საკუთარ ბოსტნად აქციონ ქვეყანა. ივანიშვილს კი სურს ბოსტანი და არა სახელმწიფო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved