• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეალობა, რითაც ვეგებებით 26 ოქტომბერს” – რა ვერ მოახერხა ოპოზიციამ? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:44 10-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიის ტელევიზიაში მივიდა. რომ გადავხედოთ ამ ინტერვიუს შეფასებებს, მისი ერთგული მომხრეების რეაქციების თანახმად, ინტერვიუმ ჩაიარა მშვენივრად, მოწინააღმდეგეების რეაქციებით – საშინლად.
რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ასეთი სვლები სარისკოცაა და გონივრულიც.
სარისკო იმიტომ, რომ ერთგვარი აღიარებაა რეალობის; ანუ, მიგაჩნია, რომ შენი მომხრეების რაოდენობა დაახლოებით ტოლია მოწინააღმდეგეების რაოდენობის და იძულებული ხარ “დათვის ბუნაგში” შენი ფეხით შეხვიდე მცირეოდენი “თაფლის” გამოსატანად.
გონივრული იმიტომ, რომ შესაძლოა გაგიმართლოს და გადაუწყვეტელ, ჩვენებურად შუაშისტ, ამომრჩეველზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებზე.
ანალოგიური ლოგიკა შეიძლება მივუყენოთ ქართულ პოლიტიკურ რეალობას.
ჭრელი ოპოზიციური სპექტრის ერთერთი წამყვანი ფიგურის ინტერვიუსაც ოპონენტთა ტელევიზიაში, მსგავსი შედეგები ჰქონდა და ექნება.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დასკვნა კი სულ სხვაა; კერძოდ ის, რომ ოპოზიციური სპექტრი საკუთარ ფრონტს არ მიიჩნევს ერთგვაროვნად ანუ, ე.წ. ნეიტრალურმა ამომრჩეველმა უკვე უტყუარად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეგზისტენციალურ რეფერენდუმს არ წარმოადგენს და ეს არის თავისთავად ძალიან უსიამოვნო ფაქტი.
26 ოქტომბრის არჩევნები უკვე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესად, სადაც ყველა პარტია ერთმანეთს ებრძვის საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. ეს კი თავისთავად მმართველი პარტიის პოლიტიკის წარმატებას ნიშნავს, რადგან მათი მტკიცებულება, რომ ქვეყანაში ეგზისტენციალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს და ჩვეულებრივი წინა-საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, დადასტურებულია.
ამ ფაქტს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგების საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. ამრიგად, ყოფილი პრემიერის ინტერვიუ ძალიან წარმატებული იყო ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად.
შესაბამისად, თუ მმართველი პარტიისა და ყოფილი პრემიერის პარტიის ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა აღმატებული იქნება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სტატუს კვო შენარჩუნებული იქნება.
ამომრჩეველთა ინერტული სპექტრისათვის ვერ მოხერხდა ერთი, ჩამოყალიბებული მესიჯის მიწოდება ოპოზიციის მხრიდან; სამაგიეროდ, მთავრობის მომხრეებმა ზუსტად და ნათლად იციან, რომ რუსეთთან დაპირისპირება დასავლეთის სასარგებლოდ, ნიშნავს ომს. არა აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად რეალური ან არარეალურია, მათ ეს სჯერათ. მიმდინარე საერთაშორისო სიტუაციაც არ არის საკმარისად ნათელი, რომ ეს მტკიცებულება სრულიად გაბათილებული იქნას. ამის საპირწონედ, დაპირებები დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობაზე და ა.შ.,
მაშინ როდესაც პარტიული სიები გაძეძგილია არაერთგზის კომპრომეტირებული ფუნქციონერებით და უცნობი, გულუბრყვილო იდეალისტებით, ფრიად აბსტრაქტულად გამოიყურება ნიჰილისტურად განწყობილი შუაშისტებისათვის.
ეს არის ის რეალობა, რითაც ვეგებებით 26 ოქტომბერს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved