საქართველოს შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს” – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას.
გერმანელი დიპლომატი პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ სწორედ გუშინ მიღებული დებულებებია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით.
ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“, – წერს ფიშერი.
კომენტარები