ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა – უცხოური მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.
როგორც Politico იტყობინება, შოლცმა მშვიდობის დამყარების საკითხში ორივე ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს იმდენად, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია.
ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გახდეს ომის მხარე, ეს ომი არ გადაიზარდოს გაცილებით უფრო დიდ კატასტროფაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კომენტარები