• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბაობაბი გახმაო, მთელი მთავრობა მოთქვამდა, ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:52 10-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს, რათა გამდიდრდეს და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.

„დღეს ვიყავით წყალტუბოში და მინდა გაგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილები და თაღლითობები. სამჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყოველი არჩევნების წინ წყალტუბოში პრეზენტაციას მართავდნენ, რომ გრანდიოზული, არნახული მასშტაბის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, წყალტუბოს ძველ დიდებას დავუბრუნებთო. ვიყავი დღეს იქ. ძველი დიდება ვერსად ვნახე, მაგრამ გაუბედურებული და გაპარტახებული სასტუმროები, იცოცხლე. 2019 წელს თქვა, პირადი ფულით, 700 მილიონით 22 სანატორიუმს და 9 აბანოს იყიდდა. რამ შეუშალა ხელი? მაგ კაცს არ აქვს მთავარი რაღაცა – არ უყვარს ეს ქვეყანა, ის ერი, რომელსაც 12 წელია მართავს. ერთადერთი რაც უყვარს, მის გარშემო ყველა თვალებში რომ შესციცინებს. ფულის თვლა და შეგროვება უყვარს, მოაჯდა ამ ჩვენს ღარიბ ქვეყანას და ეზიდება. სამჯერ თქვა, რომ ავაყვავებ წყალტუბოსო, 5 წელი გავიდა მისი ბოლო დაპირებიდან. კარგი, ვთქვათ ფული დაენანა, სააკაშვილს არ დაენანა ფული, ჩამოუარა მაშინ ბიზნესმენებს, ამოუტრიალა ჯიბეები და ააშენა მეორე პარლამენტი ქუთაისში. შეიძლება ისე გამოიყურებოდეს იქაურობა, როგორც ახლა გამოიყურება? შეიძლება ვიღაცის ჯავრის გამო ასე გააპარტახაო იქაურობა? არ უყვარს ივანიშვილს ეს ქვეყანა, არ უყვარს ეს ერი, უყვარს როგორ ამცირებს ადამიანებს, როგორ ჩაგრავს და თავის ჭკუაზე როგორ ათამაშებს მათ. ბაობაბი გახმაო. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა, რა იქნება?! ერთი კვირა მთელი მთავრობა მოთქვამდა, გახმა ბაობაბიო. ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა ივანიშვილის ხელში.

ევროკავშირისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, გავმდიდრდეთ. ჩვენც რომ ევროკავშირი ვიქნებით, ქართველებს აღარ დასჭირდებათ აქედან წასვლა, უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ქართველები, შვილები და შვილიშვილები გავაცნოთ, „სკაიპით“ რომ იცნობენ ერთმანეთს, და ავაშენოთ ეს ქვეყანა, შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი ღირსეული ანაზღაურებით, და 1000 ლარიანი პენსია, რაც აბსოლუტურად რეალისტურია, როცა ამაზე კითხვები იქნება, მისხალ-მისხალ ავხსნით, როგორ ვაპირებთ ამის შესრულებას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved