• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინვარის მკვლელობა ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:55 10-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ისრაელის სამხედრო ძალების ვერსიით დღეს ღაზაში მოკლულ იქნა ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში ეს ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა. სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა.

იგი 1962 წელს დაიბადა ღაზაში და ჰამასის რიგებში იმით მოიპოვა გავლენა, რომ იმ პალესტინელებს ხოცავდა, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიაჩნდა. 1989 წელს ებრაელი სამხედროების მოკვლის შემდეგ მას ოთხი სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისრაელში. იგი ციხიდან 2011 წელს ებრაელ სამხედროზე გაცვალეს. მას შემდეგ სინვარი აქტიურად იყო ჩართული ჰამასის სამხედრო ძალების გადამზადებასა და გადაიარაღებაში. იგი ერთ-ერთ ყველაზე რადიკალ ფიგურად იყო მოაზრებული. ზაფხულში ისმაილ ჰანიეს ირანში მკვლელობის შემდეგ სწორედ იგი გახდა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი.

თეგები: გიორგი კობე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved