El Pais-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ოცნებას“, სამართლიანი არჩევნების პირობებში, მაქსიმუმ 30 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღება შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილი, ესპანური გამოცემითვის მიცემულ ინტერვიუში, ამბობს:
“აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე წააგო. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოპარვას არ გარისკავს
ჩვენ აღმოვაჩინეთ თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა და ეს არის, თითქმის, რაოდენობრივად განსაზღვრული, დაახლოებით 10%. თუმცა, მე მჯერა, რომ ამომრჩეველთა მასიური მობილიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ამ პრობლემებს დაუპირისპირდება. მთავარი პრობლემა და ტრაგედია იქნება, თუ გაბედეს არჩევნების მოპარვა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი; არ მჯერა, რომ ისინი ამ რისკზე წავლენ, მით უმეტეს, თუ იქნება მკაფიო მობილიზაცია მოსახლეობაში“
კომენტარები