• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი პრიორიტეტია თბილისს, ცხინვალსა და სოხუმსს შორის საზღვრების დელიმიტაცია” – ზახაროვა

ალია ავტორი - ალია
17:01 10-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,428

16 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ მოსკოვის პრიორიტეტი ე.წ. საზღვრების დელიმიტაციაა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა მოუხადოს ბოდიში “სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედებს იძლევა”.

“ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა.

“საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით განიხილება.

ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება. რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია”. – თქვა ზახაროვამ.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. 

“გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები”- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved