• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Global Finance-მა თურნავა ევროპაში ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა ცენტრალურ ბანკირებს შორის

ალია ავტორი - ალია
14:52 10-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.

Global Finance-ის რედაქტორები მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკირებს ლათინური ანბანის გამოყენებით, A-დან – F-მდე სკალით აფასებენ, სადაც A+ არის ყველაზე მაღალი და F ყველაზე დაბალი ქულა. გამოცემა აფასებს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გაწეულ საქმიანობას.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია – ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდა და მასთან დაკავშირებული მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, სავალუტო სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკა.

ამ კრიტერიუმებით რეიტინგში ყველაზე ბოლო ადგილზე D ქულით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მოხვდა.

ცნობისთვის, ნათია თურნავას წინამორბედს, კობა გვენეტაძეს Global Finance  წლების მანძილზე, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, A- ქულით აფასებდა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე თურნავას დანიშვნა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მოხდა, თუმცა „ეს იყო მისი ყველაზე მცირე პრობლემა, რადგან ის და ეროვნული ბანკი საქართველოში უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაებნენ“.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ კითხვები გააჩინა თურნავას მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ. ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

„მან [ნათია თურნავამ] ვერ აღასრულა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის აქტივების გაყინვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს შიდა სასამართლოში. მის საკამათო პოზიციას მოჰყვა სებ-ის უმაღლესი თანამდებობის სამი პირის გადადგომა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საყვედური, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა.

თურნავა ასევე იძულებული გახდა დაეხარჯა უცხოური ვალუტა ლარის მხარდასაჭერად გასული წლის მაისში, მიუხედავად ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის, პრეზიდენტისა და ევროკავშირის სასტიკი წინააღმდეგობისა, რომელმაც შემდგომ შეაჩერა საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებები. ეს მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების პიკში ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში 5,4 მილიარდი დოლარიდან დაეცა 4,6 მილიარდ დოლარამდე მიმდინარე წლის ივნისში, Fitch Ratings-ის თანახმად, კლება, რომელიც დაიწყო თურნავას ვადის დაწყებიდან მალევე.

მან არაფერი გააკეთა გასული წლის სექტემბერში მისი გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთების შესამსუბუქებლად და მისმა სიახლოვემ მმართველ პარტიასთან „ქართულ ოცნებასთან“ ნდობა შეარყია.

ივნისში Fitch Ratings-მა გააფრთხილა, რომ „სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკებმა შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა და პოტენციურად შეასუსტოს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის უნარი გარე შოკებზე რეაგირებისთვის“.

მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ზოგადად მკაცრი სტრატეგია, მაისში შეამცირა განაკვეთები 8%-მდე იმდროინდელი 2%-იანი ინფლაციის წინააღმდეგ, თუმცა დოლარიზაციის მაღალი დონე გავლენას ახდენს პოლიტიკის გადაცემაზე. ივნისში ინფლაციამ პიკს მიაღწია 2.2%-მდე, სანამ აგვისტოში 1%-მდე დაეცა“, – ვკითხულობთ Global Finance-ის მიერ თურნავას შეფასებაში.

Global Finance-ის შეფასებით,  ევროპის რეგიონში რეიტინგის ლიდერები არიან დანიის და შვეიცარიის ცენტრალური ბანკების მმართველები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved